Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 64

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 64. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიდეპორტაციისგან დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678101112

1.საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოში მყოფი უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში: ა) თუ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; ბ) თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; გ) თუ მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ე) თუ იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) მისი სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად; თ) თუ იგი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან; ი) თუ მას არ აქვს დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტები ან აღნიშნული დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ან ტრანზიტის ქვეყნიდან მიღება გვიანდება, ან იგი უარს აცხადებს ან/და არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელებისთვის; კ) სასჯელად ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დანიშნული უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსასრულებლად; ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; [ ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა; მ) თუ მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად, რომლითაც მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა.

3.უცხოელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება.

4.თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს როგორც მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5.დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.

6.თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი უცხოელი, ოჯახი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმალურად მცირე ვადით, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

7.უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება.

8.დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. [8. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 24 საათისა, ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 9. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირია, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს.

10.დაკავებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას მისი სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ დროებითი განთავსების ცენტრში ინახება.

11.უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან გათავისუფლება არ წარმოშობს მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველს.

12.უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოში მყოფი უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში: ა) თუ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; ბ) თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; გ) თუ მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ე) თუ იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) მისი სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად; თ) თუ იგი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან; ი) თუ მას არ აქვს დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტები ან აღნიშნული დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ან ტრანზიტის ქვეყნიდან მიღება გვიანდება, ან იგი უარს აცხადებს ან/და არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელებისთვის; კ) სასჯელად ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დანიშნული უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსასრულებლად; ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; [ ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა; მ) თუ მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად, რომლითაც მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა. 3. უცხოელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. 4. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს როგორც მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 5. დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. 6. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი უცხოელი, ოჯახი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმალურად მცირე ვადით, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 7. უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება. 8. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. [8. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 24 საათისა, ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 9. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირია, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს. 10. დაკავებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას მისი სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ დროებითი განთავსების ცენტრში ინახება. 11. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან გათავისუფლება არ წარმოშობს მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველს. 12. უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი  №46  - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი  №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026

    64-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი გაფართოვდა სისხლის სამართლის დანაშაულის, შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობისა და სასჯელის შეცვლით დადგენილი გაძევების აღსრულების საფუძვლებით, ხოლო ახალი მე-8 პუნქტი აწესრიგებს დაკავების შესახებ შეტყობინებას.

  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

    64-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: განისაზღვრა დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები (მე-2 პუნქტი), სასამართლოსთვის წარდგენის 48-საათიანი ვადა, მოთავსების 3 თვიანი ვადა გაგრძელებით 9 თვემდე და დაკავებულის უფლებების განმარტების წესი.

  3. 1 თებ. 2017· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 63²შემდეგი მუხლი 64¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო გამოსახლება / ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხლი 160)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაციის) გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • 3 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 7 მუხლი
  • 8 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 51მუხლი 51¹მუხლი 59

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21¹²⁵საქართველოს ადმინი… 21⁸⁴მუხლი 21მუხლი 57¹მუხლი 57²მუხლი 57³მუხლი 66¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით
  • 64¹საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება
  • 66დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 9უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება
  • 24დროებითი დაცვიდან გამორიცხვა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁵მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
  • 21¹¹⁹მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 31¹უცხოელის საქართველოდან გაძევება
  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

პოლიციის შესახებ

  • 4¹დროებითი მოთავსების იზოლატორი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 30უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁵21⁸⁴31¹4¹66¹5151¹592157¹57²57³64¹66964
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026