Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებმუხლი 10

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:დროებითი ვიზებისახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებინატურალიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ: ა) იგი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ბ) იგი წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს; გ) მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და არ წარმოუდგენია ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანდა დაზარალებული უარს აცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებაზე, ან არ წარმოუდგენია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე; დ) დაკმაყოფილებული არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28 3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.

2.საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს: ა) საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის; ბ) საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ბ.ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა; ბ.ბ) ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ.გ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ; ბ.დ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ.ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3.საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული უარის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს.

4.საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/ დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შუამდგომლობის საფუძველზე 16 წლამდე პირს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის გაცემაზე ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165 3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62 საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6056 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 2 სექტემბრის კანონი №7069 – ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №957 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №985 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

რედაქციების შედარება

1.  საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისთვისგასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ:თუ ა)იგი: იგია) იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ბ) იგი წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს; გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი, რომლითაც მას აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა.საბუთებს. 2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს: ა) საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის; ბ) საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ბ.ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა; ბ.ბ) ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ.გ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ; ბ.დ) ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ.ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს. 3. საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული უარის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს. 4. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/ დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შუამდგომლობის საფუძველზე 16 წლამდე პირს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის გაცემაზე ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62 საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6056 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 2 სექტემბრის კანონი №7069 – ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №957 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 ოქტ. 2025
  2. 19 სექ. 2025· გამოქვეყნდა 5 სექ. 2025
  3. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 4 სექ. 2020
  4. 19 ივნ. 2020
  5. 4 აპრ. 2008
  6. 30 იან. 2006· გამოქვეყნდა 16 იან. 2006
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოკლევადიანი ვიზის გაგრძელება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავიზო ვადის გადაცილება და რეგულირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (მუხლი 344)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოქალაქეობის ტესტებისთვის მომზადება (სდა)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №23

0
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2025-10-17
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სააღსრულებო წარმოე… 28³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 22ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლები
  • 15საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები
  • 3საქართველოს მოქალაქის საქართველოდან მუდმივი ან დროებითი გასვლა და საქართველოში შემოსვლა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 49საქართველოდან გასვლაზე უარის თქმა
  • 11საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 48საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 31საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 20საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165⁷მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 24დროებითი დაცვიდან გამორიცხვა
  • 23დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 61დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28³31165⁷221534911482024236110
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026