1.საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას აღმოჩენილი ფაქტ(ებ)ის გათვალისწინებით შესაძლებელია საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება. საარსებო შემწეობის დანიშნვის შეჩერების საფუძველია, თუ: ა) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე; ბ) ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი; გ) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; დ) (ამოღებულია - 22.05.2015, №01-15/ნ); ე) შეიცვალა ოჯახის შემადგენლობა: ე.ა. ოჯახს დაემატა სრულწლოვანი წევრი; ე.ბ. ოჯახში ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან გასულია 2 წელზე მეტი; ვ) ოჯახი უარს აცხადებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე; ზ) ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი აჩერებს საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურას და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს ოჯახის განმეორებით შეფასებას ან ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებას.
3.საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჩერდება შეჩერების საფუძვლის შესწავლის/დაზუსტების პერიოდით.
4.საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შემთხვევაში, საარსებო შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ გამოვლენილი შედეგების გათვალისწინებით.
5.საარსებო შემწეობის დანიშვნის შეჩერების საფუძვლის გადამოწმების შემდეგ, თუ ოჯახს აქვს სოციალური დახმარების მიღების უფლება, საარსებო შემწეობა ინიშნება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

