Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებმუხლი 26

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 26. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დაცვის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 155 1 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით: ა) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს საქართველოს სამინისტროებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში გადახდის განხორციელება საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში გადატანის თაობაზე; ბ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას საჭიროებს; გ) საქართველოს სამინისტროებმა ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ამ კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შესახებ. საქართველოს სამინისტროების მიერ ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების საკითხი საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენება ხდება იმავე პროგრამული კოდის ფარგლებში, შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) იმავე კოდით; დ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯილდოს და დანამატის გაცემა, გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 5 1 პუნქტის საფუძველზე დაწესებული დანამატებისა; ე) ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის შესახებ წინადადებებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 დეკ. 2025

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 155¹საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

  • 2მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 67გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 16

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20⁶ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება
  • 3საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები
  • 79მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება

კონკურენციის შესახებ

  • 10სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 18ბიუჯეტების შესრულება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 5

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
56720⁶1837918213⁶1016155¹26
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ეკონომიკური თავისუფლებ…საქართველოს კონსტიტუცი…პროდუქტის უსაფრთხოების…სამხედრო და ორმაგი დან…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2025 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026