სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 20⁶. ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ან/და იმ შესყიდვის განხორციელების მიზნით, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

2¹.თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, თუკი ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი ნასამართლევია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენისთვის, რაც უნდა დასაბუთდეს.

3.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საქონელი, სამუშაო ან მომსახურება ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შეისყიდოს.

4.კონსოლიდირებულ ტენდერს ატარებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის მიმართ გამოიყენება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, 7 1 და მე-8 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

5.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ანაზღაურების გარეშე ან ანაზღაურებით. ამ ანაზღაურების სავალდებულოობა ან/და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. აღნიშნული საქმიანობა  შეიძლება მოიცავდეს: ა) შესყიდვის დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევას; ბ) შესყიდვის შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვასა და განხორციელებას.

6.ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების დეტალური წესი და პირობები, ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესაბამისი მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების დეტალური წესი და პირობები, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 სექ. 2026 – 1 დეკ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 18 მაი. 2005 – 1 ივნ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁴117120⁷10¹23265731194125¹452620⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…პროკურატურის შესახებსაქართველოს 2026 წლის …ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა