Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 118

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 118. საარჩევნო კოლეგია

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია.

2.საარჩევნო კოლეგიაში შედიან: ა) საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი; გ) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ამ კანონის შესაბამისად, სათანადო პარტიების მიერ დასახელებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების წევრები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია. 2. საარჩევნო კოლეგიაში შედიან: ა) საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი; გ) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ამ კანონის შესაბამისად, სათანადო პარტიების მიერ დასახელებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების წევრები. მუხლი 119. პარტიების მიერ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრების დასახელება 1. პარტიები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ მათთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად. 2. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, კვოტები განისაზღვრება შემდეგი ფორმულის მიხედვით: P = A * B / C, სადაც: ა) P არის უფლებამოსილი პარტიისთვის განსაზღვრული კვოტის ოდენობა, რომელიც მიღებული მთელი რიცხვია; ბ) A არის იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, რომელმაც, პროპორციული საარჩევნო სისტემით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად, ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღო; გ) B არის საარჩევნო კოლეგიის სრულ შემადგენლობას გამოკლებული საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის ჯამი; დ) C არის პროპორციული საარჩევნო სისტემით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილე იმ პარტიების ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამი, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღეს. 4. თუ უფლებამოსილი პარტიების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მისაღებ კვოტათა ჯამი B-ზე ნაკლებია, გადაუნაწილებელი კვოტები მიეკუთვნებათ უფლებამოსილ პარტიებს მათი საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით. 5. პარტიამ მისთვის განკუთვნილი კვოტის შესაბამისად საარჩევნო კოლეგიის წევრები უნდა წარადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიასა და სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე არჩეული საკრებულოებიდან პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკო განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევის ღონისძიებათა განხორციელების გრაფიკს (ვადებს) და ამ მუხლით განსაზღვრულ კვოტებს არჩევნების დანიშვნის დღისთვის არსებული მდგომარეობით. 7. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა. 8. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დასამტკიცებლად: ა) საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 დღის ვადაში ცესკოს წარუდგინონ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან, ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირი საარჩევნო კოლეგიის წევრად არ ჩაითვლება, თუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესახებაც პარტიას 2 დღის ვადაში ეცნობება (ხარვეზის მითითებით) და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 3 დღის ვადა მიეცემა; დ) უფლებამოსილ პარტიას უფლება აქვს, შეცვალოს საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი კოლეგიის წევრი მხოლოდ ამ პირის, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის საარჩევნო კოლეგიაში დასახელების შემდეგ, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა შეუძლებელია, ან თუ უფლებამოსილმა პარტიამ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა ცესკოს გადაწყვეტილებით დადგენილი კვოტა ან დადგენილ კვოტაზე ნაკლები რაოდენობის საარჩევნო კოლეგიის წევრი წარადგინა, საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობის 300-ამდე შესავსებად შეიცვლება დადგენილი კვოტები და გამოუყენებელი ადგილები გადანაწილდება სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 ოქტ. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 15 ივნ. 2026 – 13 ოქტ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 29 დეკ. 2025 – 3 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 117შემდეგი მუხლი 119

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №3

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 119პარტიების მიერ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრების დასახელება
  • 123საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა
  • 144მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 37პარლამენტის არჩევნები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 25საოლქო საარჩევნო კომისია
  • 13საარჩევნო
  • 35საარჩევნო ოლქები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 177საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 21საკრებულო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 23მუნიციპალიტეტის საკრებულო

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 9საკრებულოების შემადგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
921372320177119123144251335118
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026