საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 184. ხელმოწერების შეგროვების შედეგების განხილვა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შევსებული ხელმოწერების ფურცლები ეგზავნება საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ადგენს შეჯამებულ მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლებთან ერთად უგზავნის ცესკოს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2.ცესკო ამოწმებს შემოსულ მასალებს და, თუ მიიჩნევს, რომ ეს მასალები არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და რეფერენდუმის მოწყობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მასალების შემოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

3.თუ დადგინდა, რომ მოქალაქემ 2-ჯერ ან მეტჯერ მოაწერა ხელი რეფერენდუმის მოწყობის შესახებ განცხადებას, მისი ყველა ხელმოწერა ბათილად ითვლება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შევსებული ხელმოწერების ფურცლები ეგზავნება საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ადგენს შეჯამებულ მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლებთან ერთად უგზავნის ცესკოს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა. 2. ცესკო ამოწმებს შემოსულ მასალებს და, თუ მიიჩნევს, რომ ეს მასალები არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და რეფერენდუმის მოწყობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მასალების შემოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 3. თუ დადგინდა, რომ მოქალაქემ 2-ჯერ ან მეტჯერ მოაწერა ხელი რეფერენდუმის მოწყობის შესახებ განცხადებას, მისი ყველა ხელმოწერა ბათილად ითვლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37131211108911112312011518518218342184
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა