Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 120

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 120. ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით.

2.საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს განცხადებას რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო მათ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

3.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან რეგისტრაციაზე მოტივირებულ უარს ეუბნება. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.

4.საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.

5.საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება შემდეგი ფორმით/ფორმებით: ა) ხელმოწერების ფურცლების შევსებით; ბ) პარლამენტის ვებგვერდზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებით.

6.ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერსა და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისთვის და პასუხს აგებს მათი გაყალბებისთვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ საჭიროებს.

7.საინიციატივო ჯგუფისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესაგროვებლად საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩეველი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს და ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.

8.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის იყენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ხელმომწერი პირის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, მისამართსა და მოქალაქეობას.

9.საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 4 თვის ვადაში პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს: ა) არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს; ბ) ინფორმაციას არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შეგროვების შესახებ; გ) შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერას ადასტურებს.

10.შევსებული ხელმოწერების ფურცლები და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო მათ ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს.

11.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლებისა და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, პარლამენტის ბიურო საინიციატივო ჯგუფს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე უარს ეუბნება.

12.ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც: ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული; ბ) ხელმოწერების ფურცელზე შესრულების შემთხვევაში არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს; გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს; დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელიც არ აკმაყოფილებს ამომრჩევლისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს; ე) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში შესრულებული არ არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

13.თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 200 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისწარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

14.საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს საერთო სასამართლოს.

15.ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. პარლამენტის ბიუროს იმავე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.

წინა მუხლი 119შემდეგი მუხლი 121

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სათემო ორგანიზაციის რეგისტრაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 123ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
  • 94საკანონმდებლო ინიციატივა
  • 119პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 111ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
  • 108ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 86საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი
  • 89საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

რეფერენდუმის შესახებ

  • 10რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი
  • 11ხელმოწერების შეგროვების წესი და ვადები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 182რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი
  • 40ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45101186891111081239411918240120
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …რეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026