Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 6

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 6. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:DAO მართვაDAO-ს ფორმირება და გაშვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები; ბ) ადგილობრივი ხელისუფლება – მუნიციპალიტეტის ორგანოები; ბ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ამ კოდექსის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე იურიდიული პირი, რომელიც: ბ 1 .ა) შექმნილია/დაფუძნებულია შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ 1 .ბ) შექმნილია/დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი; ბ 1 .გ) შექმნილია/დაფუძნებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით, ან ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი; ბ 2 ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც: ბ 2 .ა) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ; ბ 2 .ბ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ; ბ 2 .გ) შექმნილია/დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ ან/და ექვემდებარება მის/მათ კონტროლს ან/და მის/მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს; ბ 3 ) სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმო − სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ რეესტრში ასახული, სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული: ბ 3 .ა) ცენტრალური ხელისუფლების მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო; ბ ​ 3 .ბ) ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო; ბ ​ 3 .გ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული სახელმწიფო საწარმო; გ) ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ; გ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი – ამ მუხლის „ბ 1 “/„ბ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ 2 ) სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტი − ამ მუხლის „ბ 3 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; დ) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი – საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; დ 1 ) სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; ე ​ 1 ) ცენტრალური ბიუჯეტი – სახელმწიფო ბიუჯეტისა და ამ მუხლის „ბ 1 .ა“, „ბ ​ 2 .ა“ და „ბ 3 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ცენტრალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და შესაბამისად მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ვ 1 ) ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ზ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; ზ ​ 1 ) ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისა და ამ მუხლის „ბ 1 .ბ“, „ბ ​ 2 .ბ“ და „ბ ​ 3 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა; თ ​ 1 ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ამ მუხლის „ბ ​ 1 .გ“, „ბ ​ 2 .გ“ და „ბ 3 . გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტი არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას; ი) დამტკიცებული ბიუჯეტი – შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი; კ) დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი; კ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამტკიცებული ბიუჯეტი – ამ მუხლის „გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ 2 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაზუსტებული ბიუჯეტი – ამ კოდექსის 31-ე, 69-ე და 92-ე მუხლების საფუძველზე კორექტირებული, ამ მუხლის „კ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტი; ლ) ასიგნება – საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება; მ) ბიუჯეტის განწერა – ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ყოველთვიურად ან/და ყოველკვარტალურად განაწილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით; ნ) მუნიციპალიტეტი, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოცემულ განმარტებებს; ო) (ამოღებულია - 14.12.2018, №4017) ; პ) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები; ჟ) სპეციალური ტრანსფერი – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება; ჟ 1 ) კაპიტალური ტრანსფერი – კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან; რ) მხარჯავი დაწესებულება – სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტებისთვის – პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის – მუნიციპალიტეტი; ს) საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (მისი არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია. საქართველოს მთავრობის ვალის გაანგარიშებისას სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული საწარმო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია; ტ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური; უ) საფინანსო ორგანო – მუნიციპალიტეტის, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის და ბიუჯეტის შესრულების მართვისა და კოორდინირებისთვის; ფ) საბიუჯეტო წელი – კალენდარული წელი; ქ) წლიური ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესაბამისი საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, აგრეთვე სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტი; ღ) ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები; ყ) თავისუფალი ნაშთი – ნაშთის ის ნაწილი, რომელიც არ არის გათვალისწინებული რაიმე მიზნებისათვის; შ) ნაშთის ცვლილება – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ან დაგროვება; ჩ) ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, ამ მუხლის „ბ ​ 1 “, „ბ ​ 2 “ და „ბ ​3 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების ფულადი სახსრები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებულ ანგარიშებზე; ც) ფულადი სახსრების მოძრაობა – ამ მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებზე მიღება და ანგარიშებიდან გასვლა; ძ) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია; წ) ფინანსური ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მომავალში ბიუჯეტიდან თანხის გაცემაზე ვალდებულების აღება; წ 1 ) პრიორიტეტი − საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები/საბიუჯეტო ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს. პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია აგრეთვე გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებები; ჭ) პროგრამა − ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით, ხორციელდება ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად და რომელთა განხორციელებისთვის პასუხისმგებელია ერთი მხარჯავი დაწესებულება; ხ) ქვეპროგრამა − მხარჯავი დაწესებულების პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2588 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2625 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. კარი II. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები და შემოსულობების განაწილება ბიუჯეტებს შორის თავი II. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DAO-ს მმართველობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DAO-ს სტრუქტურის დიზაინი და მმართველობის მოდელისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №69

23
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 92

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 31მუხლი 15მუხლი 97მუხლი 38მუხლი 31მუხლი 35მუხლი 36მუხლი 47მუხლი 55მუხლი 69მუხლი 78მუხლი 87მუხლი 82მუხლი 92მუხლი 105მუხლი 98მუხლი 110მუხლი 114²მუხლი 114⁴მუხლი 100მუხლი 77მუხლი 7მუხლი 56

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 6ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 27ტერმინთა განმარტება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 2საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1509კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 2ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
92159738313536475569788782105316
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026