Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 38

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 38. ამომრჩეველთა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:23456789101112

სპეციალური სია 1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ : ა ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები , რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით . ეს პირები სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში , კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -11 დღისა ; ბ ) ამომრჩევლები , რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და , მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე , კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან . ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას ; გ ) ამომრჩევლები , რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან . ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას ; დ ) ამომრჩევლები , რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან . ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას ; ე ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა და პირთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/სამხედრო ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და მას გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას: ე . ა ) მორიგი საერთო ან რიგგარეშე არჩევნების დროს − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25- ე დღისა ; ე . ბ ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -11 დღისა.

2.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი , რომლებიც მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე , ამ მოსამსახურეთა სიის შედგენისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემის , მათთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები , აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი და შესაბამის პირთა კატეგორიები , რომლებიც კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო ვერ დატოვებენ .

3.ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი , რაც დასტურდება მისი ხელმოწერით .

4.ამ მუხლის პირველ ი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ მონაცემების , აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ამომრჩეველთა სპეციალური სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიებს , ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს .

5.ამომრჩევლის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და ის დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით .

6.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ თუ ისინი ხმას აძლევენ სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

7.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.

8.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო დანაყოფის / სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე ( უბნებზე ).

9.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეები , გარდა იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა , უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით .

10.ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები , რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში . გამონაკლისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “–„ გ “ ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები , რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ფოტოსურათების გარეშე შეიტანება , აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე . ბ “ ქვეპუნქტში აღნიშნული ამომრჩევლები , რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიძლება ფოტოსურათების გარეშე იქნეს შეტანილი . ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა მიერ შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ .

11.ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „ გადასატანი ყუთი “, აგრეთვე მისი შეყვანის მიზეზი და ეს აღნიშვნა დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით .

12.თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , საერთო არჩევნებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დამტკიცებული სპეციალური სიები , იმავდროულად წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების სპეციალურ სიებს და ამ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ საერთო არჩევნებისთვის საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ დადგენილი წესების შესაბამისად .

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 40

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 40გადასატანი
  • 37ამომრჩეველთა
  • 41ამომრჩეველთა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 35ამომრჩეველთა სპეციალური სია
  • 37გადასატანი საარჩევნო ყუთის სია
  • 34ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 28კენჭისყრის ჩატარება
  • 23პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
  • 19ამომრჩეველთა სია და ამომრჩევლის ბარათი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 47სამსახურში მიღებისა და მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 30სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები

რეფერენდუმის შესახებ

  • 23კენჭისყრის მოწყობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28231923304735373440374138
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…რეფერენდუმის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026