Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 89

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 89. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალისაარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161819

1.ამ მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავაზე განცხადების / საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს , აგრეთვე ამ პირთა სახელით − მათი განცხადების , მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე − ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს . ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს განკარგულებით განსაზღვრავს უ სკო .

2.ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს , მოქალაქეს , რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ .

3.საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს უსკოში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , უსკოს წევრს .

4.საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს .

5.უსკოს / საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის / არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს .

6.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის / არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს .

7.საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიის ან მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო , აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო ( ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ) სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს , რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება .

8.ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უსკოს განკარგულების გამო , აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს წევრს , საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს უსკოში , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , საარჩევნო კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს , რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება .

9.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში უსკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს .

10.პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს : ა ) პარტიას , თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია , ან მისი წარმომადგენელი ან გააუქმა მათი რეგისტრაცია ; ბ ) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს ( რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში ), თუ მათ მიაჩნიათ , რომ პარტია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით .

11.უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის , პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების , რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : ა ) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია , პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები , ან / და უსკოს თავმჯდომარემ გააუქმა მათი რეგისტრაცია ; ბ ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე , უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს ( რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად უსკოში ), თუ მათ მიაჩნიათ , რომ უსკოს თავმჯდომარემ პარტიული სია , პარტიულ ი სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები , რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით , აგრეთვე თუ პარტიულ ი სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა .

12.ადგილობრივი / საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცი ი ს რეგისტრაციის შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : აღნიშნულ ორგანიზაციას , თუ უსკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში , საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას , თუ კი მათ მიაჩნიათ , რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა .

13.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : აღნიშნულ ორგანიზაციას , თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში , შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას , თუ კი მათ მიაჩნიათ , რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა .

14.პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებ ის წარმომადგენლის აკრედიტაციის შესახებ უსკოს / საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს , რომლის აკრედიტაციის თაობაზე განცხადება არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ , საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას .

15.ამ კანონის 5 9 - ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , საარჩევნო კომისიას , თუ სარჩელი პარტიის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება . შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს. ასეთი მოთხოვნის სხვა უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.

16.პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ 51 - ე მუხლის მე -3 ნაწილისა და 5 6 - ე მუხლის პირველი − მე - 5 ნაწილების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს . 1 7 . საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტი ას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას .

18.საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : პარტიას , შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს .

19.არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას ( თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს ), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას . 2 0 . საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში უსკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას . 2 1 . უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : უმაღლესი სა ბ ჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას . თავი XIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებ ები

წინა მუხლი 88შემდეგი მუხლი 90

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საარჩევნო სამართალი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საარჩევნო უფლებებისერვისის გვერდი
  • ხმის მიცემის უფლებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე მიქაუტაძე

სალომე მიქაუტაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 51

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46მუხლი 88

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 54საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
  • 28საოლქო
  • 41ამომრჩეველთა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 93საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე
  • 88საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება
  • 38ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 21კანდიდატთა წარდგენა
  • 35პასუხისმგებლობა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის
  • 10საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატის დასახელების უფლება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 35—
  • 36—

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 86პეტიცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21351035369388381851468854284189
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026