სიების შემოწმება 1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური .
2.უსკოს სათანადო სამსახური თანმიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს . თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა , ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით , მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა , მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი შესაბამის საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება და მას ხარვეზების შესავსებად 3 დღის ვადა ეძლევა . საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური ზემოაღნიშნული წესით . თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა , მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე .
3.მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა , თუ : ა ) სახელი და გვარი მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ; ბ ) დაბადების თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული . გ ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას ; დ ) ხელმოწერილი არ არის ან სხვა პირის მიერ არის შესრულებული და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი , რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა ; ე ) მხარდამჭერთა სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე ; ვ ) ხელმომწერი პირი უსკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს , რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით , მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით ; ზ ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი არასრულად ან არასწორად არის მითითებული .
4.ბათილია ყველა ხელმოწერა , შესრულებული იმ ბლანკზე , რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ , ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 43 - ე მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები .
5.ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი პირადად აგებს პასუხს შესაბამის ბლანკზე მითითებული მონაცემების / ინფორმაციის , საკუთარი ხელმოწერისა და მხარდამჭერი პირის ხელმოწერის ნამდვილობისათვის . ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მას პირადად ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა .
6.პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში .
7.მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს .
8.მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უსკოს წევრებს და უსკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს , ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს . მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.
