აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 71. საარჩევნო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ოლქები / საარჩევნო უბნები 1. იმ საარჩევნო ოლქების / საარჩევნო უბნების ჩამონათვალი , სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება , ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება უსკოს განკარგულებით . აღნიშნული საარჩევნო ოლქების / საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს , რომ ამ საარჩევნო ოლქებმა / საარჩევნო უბნებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% მოიცვას .

2.თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო ოლქები / უბნები შეესაბამება ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებს / უბნებს .

3.არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება : ა ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში ; ბ ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში ; გ ) უსკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში , რომელიც ამ პუნქტის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება .

4.თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე -3 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო უბნები შეესაბამება ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებს .

5.არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება : ა ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში ; ბ ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში .

6.იმ საარჩევნო უბანზე , სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება , ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000- ს არ უნდა აღემატებოდეს .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9 (და…2526687776317078353671
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …რეფერენდუმის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა