Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეფერენდუმის შესახებმუხლი 26

რეფერენდუმის შესახებ

მუხლი 26. რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების მიხედვით

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ სხდომებზე ადგენენ რეფერენდუმის შედეგებს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, რის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიები ადგენენ ოქმს. ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; ბ) რეფერენდუმის დასახელება; გ) რეფერენდუმის თარიღი; დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში; ე) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში; ვ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ზ) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; თ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ი) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; კ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ლ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; მ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი; ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას); ო) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

1¹.ოქმს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

1².ოქმი ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.საარჩევნო უბნების მიხედვით გაცემული სარეფერენდუმო ბიულეტენები ინახება საოლქო საარჩევნო კომისიებში რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.

3.საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საოლქო უბანში ამ კანონის უხეშად დარღვევის შემთხვევებს და თავის მოსაზრებებს რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საჩივარი ამ კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს რეფერენდუმის მოწყობის მომდევნო დღისა; მან იგი მეორე დღესვე უნდა განიხილოს და თავისი მოსაზრება არა უგვიანეს შემდეგი დღისა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ სხდომებზე ადგენენ რეფერენდუმის შედეგებს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, რის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიები ადგენენ ოქმს. ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; ბ) რეფერენდუმის დასახელება; გ) რეფერენდუმის თარიღი; დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში; ე) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში; ვ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ზ) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; თ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ი) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; კ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ლ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; მ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი; ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას); ო) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას). 1 1 . ოქმს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. 1 2 . ოქმი ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საარჩევნო უბნების მიხედვით გაცემული სარეფერენდუმო ბიულეტენები ინახება საოლქო საარჩევნო კომისიებში რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე. 3. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საოლქო უბანში ამ კანონის უხეშად დარღვევის შემთხვევებს და თავის მოსაზრებებს რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საჩივარი ამ კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს რეფერენდუმის მოწყობის მომდევნო დღისა; მან იგი მეორე დღესვე უნდა განიხილოს და თავისი მოსაზრება არა უგვიანეს შემდეგი დღისა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 24 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 22 ნოე. 2007
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №13

  • 1 ცვლილება · ბოლო 22 ნოე. 2007
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეფერენდუმის შესახებ

  • 27რეფერენდუმის შედეგების შეჯამება
  • 22სარეფერენდუმო ბიულეტენი
  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 84კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
  • 158საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
  • 134კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 78კენჭისყრისა
  • 77საუბნო
  • 28საოლქო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 37
  • 36

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 164ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16437362722258415813478772826
მნიშვნელობით ახლოსრეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026