Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 36

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 36. საარჩევნო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:23456789

უბნები 1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად .

2.საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის , გარდა ამ მუხლის მე -3 პუნქტითა და ამ კანონის 7 1 - ე მუხლის მე - 6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა . საარჩევნო უბნებს ქმნის , აგრეთვე მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით . საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა - ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს , აგრეთვე იმ შენობა - ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს , რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს . უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 40 დღისა .

3.იმ საარჩევნო უბანზე , სადაც ხმას აძლევენ ამ კანონის 3 8 - ე მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩევლები , ამომრჩეველთა რაოდენობა 2000- ს არ უნდა აღემატებოდეს .

4.ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა - ნაგებობის მისამართების მითითებით ( არსებობის შემთხვევაში ) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში .

5.გამონაკლის შემთხვევებში ( პენიტენციური დაწესებულება , საავადმყოფო , სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება , სათნოების სახლი , მიუსაფართა თავშესაფარი , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი , სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება , რომელშიც 50- ზე მეტი ამომრჩეველია ) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -15 დღისა . ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება , რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50- ს არ აღემატება , საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს .

6.შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს , აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე , ამ მუხლის მე -2 პუნქტში აღნიშნულ შენობა - ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50- ე დღისა , თვითმმართველი ქალაქის / თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე მოქმედ მუნიციპალიტეტის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე . საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება .

7.აკრძალულია ამ კანონის 3 8 - ე მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეებისთვის მათი შესაბამისი ქვედანაყოფების ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების შექმნა , გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

8.საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა , ხოლო ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს , საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს , საკონტაქტო ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს .

9.თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , საარჩევნო უბნები , მათი საზღვრები და ნომრები შეესაბამება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრულ საერთო არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებს . თავი IV ამომრჩეველთა სიები

წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 77საუბნო
  • 30საუბნო
  • 78კენჭისყრისა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 33საარჩევნო უბნები
  • 31საარჩევნო ოლქები
  • 67საარჩევნო უბნის გახსნა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 15საარჩევნო ოლქები
  • 16საარჩევნო უბნები
  • 28კენჭისყრის ჩატარება

რეფერენდუმის შესახებ

  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 23კენჭისყრის მოწყობა
  • 20რეფერენდუმის მომწყობი სარეფერენდუმო უბნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15162825232033316777307836
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026