Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებმუხლი 3

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 22 მარ. 2007

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ფსიქიატრიულ სტაციონარში პაციენტის პირველადი მოთავსება ხდება მორიგე ექიმ _ ფსიქიატრის გადაწყვეტილებით.

2.პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენელის თანხმობა დასტურდება შესაბამის ფორმაზე ხელმოწერით (თანხმობის ფორმა შემუშავდება უშუალოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ).

3.მორიგე ექიმი სარეგისტრაციო ჟურნალში და პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში მიუთითებს, პაციენტი მოთავსდა ნებაყოფლობით თუ არანებაყოფლობით.

4.მორიგე ექიმი ამოწმებს პაციენტის პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ათვალიერებს გარეგნულად, აგროვებს აუცილებელ ანამნეზურ ცნობებს როგორც თავად პაციენტისაგან, ასევე მისი თანმხლები პირისაგან.

5.პაციენტის საპასპორტო მონაცემები, საკონტაქტო ნომერი და პირველადი დიაგნოზი შეაქვს სარეგისტრაციო ჟურნალში (დანომრილი გვერდებით) და სამედიცინო დოკუმენტაციაში.

6.თუ მორიგე ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტს არ ესაჭიროება სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება, სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, საექიმო დასკვნით (ფორმა №027-3/ა) მომართვის შემთხვევაში კი უგზავნის დასაბუთებულ უარს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას 24 საათის განმავლობაში (არასამუშაო დღეების გარდა).

7.იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და შეუძლებელია მისი პიროვნების იდენტიფიკაცია, სარეგისტრაციო ჟურნალში ფიქსირდება როგორც უცნობი და შესაბამისი შეტყობინება ეგზავნება პოლიციას პაციენტის გარეგნობის ზუსტი აღწერით.

8.პაციენტის სანიტარიული დამუშავების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მორიგე ექიმი.

9.პაციენტის პირადი ნივთები, მათ შორის ძვირფასეულობა და ფული, პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი აქტით, გადაეცემა პაციენტის თანმხლებ პირს (ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მითითებით), რომელიც ხელს აწერს ჩაბარების აქტს და რომელსაც ადასტურებს მორიგე ექიმი.

10.თანმხლები პირის ან პაციენტის თანხმობის არარსებობის დროს დგება აქტი პაციენტის პირადი ნივთების, ფულის და ძვირფასეულობის აღწერით, რომელსაც ხელს აწერს მორიგე პერსონალი (არანაკლებ 2 ადამიანი) და გადასცემს ადმინისტრაციას სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით.

11.ადმინისტრაციისათვის გადაცემამდე ნივთები ინახება მიმღები განყოფილების სეიფში.

12.პაციენტს ეკრძალება თან იქონიოს განყოფილებაში მჭრელი, მჩხვლეტავი საგნები და მედიკამენტები.

13.ბავშვები 4-14 წლის ასაკში თავსდებიან ბავშვთა განყოფილებაში, ხოლო 15-17 წლის ასაკის პაციენტები თავსდებიან მოზარდთა განყოფილებაში, ასეთის არარსებობის შემთხვევაში თავსდებიან მოზრდილთა განყოფილებაში.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2007-03-22

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • 2—
  • 4—
  • 6—

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 15სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 19არაიდენტიფიცირებული პირისათვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁷არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა
  • 21¹⁸არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი
  • 21¹⁶მოსამართლის ბრძანება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ

პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ

  • 3პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება

პენიტენციური კოდექსი

  • 139ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა  და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 43—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁷21¹⁸21¹⁶1518194324631393
მნიშვნელობით ახლოსფსიქიატრიულ სტაციონარშ…ფსიქიკური ჯანმრთელობის…საქართველოს ადმინისტრა…პირველადი ფსიქიატრიული…პენიტენციური კოდექსიჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 22 მარ. 2007