ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 19. არაიდენტიფიცირებული პირისათვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას საჭიროებს პირი, რომლის ვინაობაც (სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია (შემდგომში – არაიდენტიფიცირებული პაციენტი), ფსიქიატრიული დაწესებულება ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება.

2.არაიდენტიფიცირებული პაციენტი სტაციონარში არანებაყოფლობით თავსდება სტაციონარის მორიგე ექიმის გადაწყვეტილებით. პაციენტის სტაციონარში მოთავსება ითვლება არანებაყოფლობითი მკურნალობის დასაწყისად.

3.ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია არაიდენტიფიცირებული პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს პაციენტის აღმოჩენის ადგილის შესაბამისად პოლიციის ქალაქის (რაიონულ) განყოფილებას, რომელმაც ამ შეტყობინების მიღების შემდეგ პირის ვინაობის დასადგენად უნდა ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთანავე, პოლიციის თანამშრომელი ადგენს ოქმს, რომელშიც აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის, თვალის ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებები), რომლებითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს ფოტოსურათი).

4.თუ ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ, მაშინ არაიდენტიფიცირებულ პაციენტს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი განხილული ადმინისტრაციული საქმის ნომრის მიხედვით და მოიხსენიება, როგორც „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №. . . . “, რაც ფიქსირდება მოსამართლის ბრძანებაში და ამის შემდეგ იგი ყველა დოკუმენტში აღნიშნული სახელწოდებით შეიტანება. ამასთანავე, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს მკურნალობის პროცესში პაციენტთან ურთიერთობის გაადვილების მიზნით, მიანიჭოს მას პირობითი სახელი, რომელიც არ უნდა იყოს პაციენტის პატივისა და ღირსების შემლახველი; პირობითი სახელი გამოიყენება პირადი ურთიერთობისას და არ შეიტანება სამედიცინო დოკუმენტაციაში.

5.სტაციონარში მოთავსების შემდეგ სასამართლო განხილვის ან/და მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, თუ პოლიცია დაადგენს არაიდენტიფიცირებული პაციენტის ვინაობას, მაშინ ამ პაციენტთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტში ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული სახელწოდება „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №. . . . “ შეიცვლება პაციენტის დადგენილი სახელით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას საჭიროებს პირი, რომლის ვინაობაც (სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია (შემდგომში – არაიდენტიფიცირებული პაციენტი), ფსიქიატრიული დაწესებულება ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება. 2. არაიდენტიფიცირებული პაციენტი სტაციონარში არანებაყოფლობით თავსდება სტაციონარის მორიგე ექიმის გადაწყვეტილებით. პაციენტის სტაციონარში მოთავსება ითვლება არანებაყოფლობითი მკურნალობის დასაწყისად. 3. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია არაიდენტიფიცირებული პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს პაციენტის აღმოჩენის ადგილის შესაბამისად პოლიციის ქალაქის (რაიონულ) განყოფილებას, რომელმაც ამ შეტყობინების მიღების შემდეგ პირის ვინაობის დასადგენად უნდა ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთანავე, პოლიციის თანამშრომელი ადგენს ოქმს, რომელშიც აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის, თვალის ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებები), რომლებითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს ფოტოსურათი). 4. თუ ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ, მაშინ არაიდენტიფიცირებულ პაციენტს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი განხილული ადმინისტრაციული საქმის ნომრის მიხედვით და მოიხსენიება, როგორც „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №. . . . “, რაც ფიქსირდება მოსამართლის ბრძანებაში და ამის შემდეგ იგი ყველა დოკუმენტში აღნიშნული სახელწოდებით შეიტანება. ამასთანავე, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს მკურნალობის პროცესში პაციენტთან ურთიერთობის გაადვილების მიზნით, მიანიჭოს მას პირობითი სახელი, რომელიც არ უნდა იყოს პაციენტის პატივისა და ღირსების შემლახველი; პირობითი სახელი გამოიყენება პირადი ურთიერთობისას და არ შეიტანება სამედიცინო დოკუმენტაციაში. 5. სტაციონარში მოთავსების შემდეგ სასამართლო განხილვის ან/და მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, თუ პოლიცია დაადგენს არაიდენტიფიცირებული პაციენტის ვინაობას, მაშინ ამ პაციენტთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტში ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული სახელწოდება „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №. . . . “ შეიცვლება პაციენტის დადგენილი სახელით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 ივლ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁷21¹⁸21¹⁶90¹³1817154231514219
მითითებამნიშვნელობით ახლოსფსიქიკური ჯანმრთელობის…საქართველოს ადმინისტრა…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…ტუბერკულოზის კონტროლის…სააღსრულებო წარმოებათა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა