Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებმუხლი 15

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 15. სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 29 აპრ. 2026
თემები:პაციენტის უფლებებიჯანმრთელობის მონაცემებიტელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹44¹567

1.სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-16, მე-18 და 22 1 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და პაციენტს გაეწევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, შესაბამისი ნებართვის მქონე სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (შემდგომ – სტაციონარი).

2.სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს და გაგზავნოს წერილი, გზავნილი შემოწმების გარეშე; ბ) სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად, ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით; გ) მიიღოს მნახველი ამისათვის განსაზღვრულ დროს და ადგილზე მესამე პირის დასწრების გარეშე; დ) ხანმოკლე ვადით დატოვოს სტაციონარი, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; ე) შეიძინოს და იქონიოს პირველადი მოხმარების საგნები; ვ) შეასრულოს რელიგიური რიტუალი, თუ იგი არ ლახავს სხვათა უფლებებს; ზ) მიიღოს აუდიო-ვიზუალური ინფორმაცია; თ) მონაწილეობა მიიღოს სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში; ი) ისარგებლოს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებებით.

3.ექიმს უფლება აქვს, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს პაციენტის ზემოთ აღნიშნული უფლებები, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებისა. ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.

3¹.დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 11 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის და რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 2 1 ნაწილის შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებისთვის მოთავსებულია სტაციონარში, არ ჰქონდეს დაზარალებულთან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშუალებებით კომუნიკაციის შესაძლებლობა. 3​ 2 . ამ მუხლის 3​ 1 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა      საქართველოს      სისხლის      სამართლის      კოდექსის 126​ 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 11​ 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის და იგი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისთვის მოთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან პენიტენციური კოდექსის შესაბამისად.

4.სტაციონარში მყოფი პაციენტის შრომითი საქმიანობა ნებაყოფლობითია, აქვს მხოლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანიშნულება და მიმდინარეობს ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით.

4¹.სტაციონარში მყოფ მხარდაჭერის მიმღებს ეზღუდება ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა.

5.აკრძალულია პაციენტის სტაციონარში დაყოვნება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე ეს საჭიროა მისი გამოკვლევისა და მკურნალობისათვის.

6.პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას სამედიცინო დოკუმენტაციის ამონაწერი იგზავნება ამბულატორიულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც ეცნობება პაციენტს და მის კანონიერ წარმომადგენელს.

7.სტაციონარში მყოფ მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაციას ფსიქიატრიული დაწესებულება უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3341 - ვებგვერდი,  31.03.2015წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5028 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5465 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5465 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4007 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2023

    მე-15 მუხლის 3² პუნქტში „შემთხვევებზე“ ჩანაცვლდა „შემთხვევაზე“-ით, ხოლო კოდექსის დასახელება „პატიმრობის კოდექსი“ შეიცვალა „პენიტენციური კოდექსით“.

  2. 1 თებ. 2020· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2019

    მე-7 პუნქტში სტაციონარში მყოფ მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაციის ადრესატი შეიცვალა: სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად ეს არის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რანგში.

  3. 1 ოქტ. 2019
  4. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    მე-3 პუნქტში უფლებათა შეზღუდვა შესაძლებელია უკიდურესი აუცილებლობისას, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა, და ექიმის გადაწყვეტილება დოკუმენტურად უნდა დაფიქსირდეს; დაემატა 4¹ პუნქტი (მხარდაჭერის მიმღების უფლების შეზღუდვა) და მე-7 პუნქტი (ინფორმაციის გაგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოში).

  5. 28 ოქტ. 2014

    მე-15 მუხლის მე-4 პუნქტში ძალადაკარგულია მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა.

  6. 1 ოქტ. 2014· გამოქვეყნდა 6 აგვ. 2014

    მე-15 მუხლის პირველ პუნქტში გამონაკლისებს დაემატა 22¹ მუხლი, ხოლო სტაციონარისთვის „ლიცენზირებულის“ ნაცვლად დაწესდა „შესაბამისი ნებართვის მქონის“ მოთხოვნა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სამართლებრივი საკითხები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტელეფსიქიატრიის რეგულირებასერვისის გვერდი
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 აპრ. 2026 · №21

  • 6 ცვლილება · ბოლო 26 დეკ. 2023
  • 9 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 11¹საქართველოს სისხლი… 126¹მუხლი 1მუხლი 22¹მუხლი 5საქართველოს სისხლი… 191საქართველოს სისხლი… 191

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 17ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 22ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁷არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა
  • 21¹⁸არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი
  • 21¹⁶მოსამართლის ბრძანება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4
  • 2
  • 3

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 44ბავშვის მიმართ არანებაყოფლობითი ან იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობა

პენიტენციური კოდექსი

  • 142მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

  • 15არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების წესი და პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹126¹21¹⁷21¹⁸21¹⁶122¹51817221914219115
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 აპრ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026