Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესის შესახებმუხლი 3

ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესის შესახებ

მუხლი 3. ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვიდან მოხსნა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 22 მარ. 2007

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.პაციენტის ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვიდან მოხსნა გულისხმობს პაციენტის მკურნალობისა და მასზე დინამიური მეთვალყურეობის შეწყვეტას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწიებული შემთხვევისას პაციენტის მონაცემები ამოიღება ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე მყოფ პირთა სიიდან.

3.ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტის აღრიცხვიდან მოხსნის საკითხს წყვეტს მკურნალი ექიმ - ფსიქიატრი.

4.პაციენტის მკურნალობისა და მასზე დინამიკური მეთვალყურეობის შეწყვეტის ან აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) გამოჯანმრთელება; ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; გ) გარდაცვალება; დ) პაციენტის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მოთხოვნა;

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის არსებობისას აღრიცხვიდან მოხსნის საკითხს წყვეტს ექიმ-ფსიქიატრთა კომისია.

6.თუ პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და ითხოვს აღრიცხვიდან მოხსნას, ექიმ- ფსიქიატრთა კომისია იღებს გადაწყვეტილებას 1 წლის განმავლობაში დატოვოს პაციენტი დინამიკურ მეთვალყურეობაზე, რაც გულისხმობს პაციენტთან ვიზიტს ან სატელეფონო გასაუბრებას არანაკლებ 6 თვეში ერთხელ შესაბამისი ფსიქიატრიული დახმარების შეთავაზებით.

7.თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში ვერ მოხერხდა პაციენტის დათანხმება ამბულატორიულ მკურნალობაზე, ექიმ-ფსიქიატრთა კომისია იღებს გადაწყვეტილებას აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ.

8.პაციენტის აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის მიზეზისა და საფუძვლის მითითებით.

9.აღრიცხვიდან მოხსნილი პაციენტის სამედიცინო ბარათი ინახება ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულების არქივში, დადგენილი წესით.

10.არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულება იღებს შესაბამის ზომებს პაციენტის სტაციონარული მკურნალობისათვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოსათავსებლად: ა) გადაწყვეტილების შესახებ მკურნალი ექიმი აცნობებს პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ნათესავს; ბ) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია დახმარებისათვის მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

11.იძულებითი ამბულატორიული ფსიქიატრიული მკურნალობა რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

წინა მუხლი 2

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2007-03-22

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესის შესახებ

  • 2ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანა და მეთვალყურეობა
  • 1ზოგადი დებულებები

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 14ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარება
  • 9გამოკვლევა და დიაგნოზის დადგენა
  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4—
  • 7—

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21²⁰არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება
  • 21¹⁹არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების წესი

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

  • 15არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების წესი და პირობები

პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ

  • 3პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება

პენიტენციური კოდექსი

  • 86მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²⁰21¹⁹149184721315863
მნიშვნელობით ახლოსფსიქიკური აშლილობის მქ…ფსიქიკური ჯანმრთელობის…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…საქართველოს ადმინისტრა…ტუბერკულოზის კონტროლის…პირველადი ფსიქიატრიული…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 22 მარ. 2007