Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატუბერკულოზის კონტროლის შესახებმუხლი 15

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

მუხლი 15. არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების წესი და პირობები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617

1.არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების დაწყების საფუძველია ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პაციენტთან დაკავშირებით იმავე პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის გამოვლენა.

2.არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების საჭიროებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი განსაზღვრავს.

3.არანებაყოფლობით იზოლაციას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იმ სამედიცინო დაწესებულებაში ახორციელებს, რომელიც აკმაყოფილებს ფთიზიატრიული სტაციონარული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4.სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პაციენტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 48 საათისა შეისწავლის მის სამედიცინო მდგომარეობას და განსაზღვრავს ამ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების საჭიროებას. ამასთანავე, პაციენტის გამოვლენად ითვლება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის არსებობის თაობაზე დადასტურებული ინფორმაციის მიღება.

5.თუ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გადაწყვეტს, რომ აუცილებელია ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენება, იგი აღნიშნული პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით, წერილობით მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს. პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების საჭიროების მყარ არგუმენტებს.

6.საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათში განიხილავს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობას, წყვეტს არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობის მიზანშეწონილობის საკითხს და მიმართავს სასამართლოს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების თაობაზე.

7.სასამართლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვის საფუძველზე, ამ მიმართვის მიღებიდან 48 საათში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ. არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვაში პაციენტის მონაწილეობა აუცილებელია, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას. სასამართლოში არასრულწლოვანი პაციენტის საქმის განხილვისას არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესებს წარმოადგენს მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. საქმის განხილვაში, პაციენტის გარდა, უნდა მონაწილეობდეს მისი ადვოკატი.

8.პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაცია ხორციელდება შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში, რომელიც სპეციალური დაცვით არის უზრუნველყოფილი.

9.პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედებს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.

10.თუ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული წყვეტს ამ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის წარმოებას.

11.თუ არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების დაწყების შემდეგ, სასამართლოს მიერ პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პაციენტი თანხმობას განაცხადებს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებაზე ან გაგრძელებაზე, ან ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პაციენტი ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე საბოლოო უარის თქმის შემდეგ დათანხმდება მის ჩატარებას, პაციენტს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა ან/და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდება ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის წარმოება შეწყდება.

12.პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის პერიოდში, მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების მიზანშეწონილობის შესამოწმებლად ცენტრთან იქმნება სამედიცინო კომისია, რომელიც სასამართლოს მიერ პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 2-თვიანი ინტერვალებით განიხილავს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხს.

13.თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისია შესაბამისი საკითხის განხილვის შედეგად დაასკვნის, რომ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენება აუცილებელი აღარ არის, იგი აღნიშნული პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს. თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მიიჩნევს, რომ, სამედიცინო კომისიის დასკვნის თანახმად, არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი აღარ არსებობს, იგი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ და შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის მოთხოვნით მიმართავს.

14.პაციენტმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით, თუ იგი მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნისას ირღვევა მის მიმართ ამ კანონით ან საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები, ან აღარ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 72 საათში წყვეტს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის საკითხს. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს პაციენტის მიერ არანებაყოფლობითი იზოლაციის პირობებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის ნებაყოფლობითი აღდგენის საკითხს. სასამართლოს მიერ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პაციენტი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მეთვალყურეობით განაგრძობს.

15.ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

16.თუ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი საკუთარი ინიციატივით ან ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის მიმართვის საფუძველზე, ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ვადის გაგრძელებას, იგი სათანადო შუამდგომლობით მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მიმართავს სასამართლოს.

17.პაციენტს, ხოლო არასრულწლოვანი პაციენტის შემთხვევაში – მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს უფლება აქვთ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივრონ მოსამართლის ბრძანება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ, დადგენილება პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ, ბრძანება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ვადის გაგრძელების თაობაზე ან დადგენილება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2018-07-05 · №2

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21⁵⁵საქართველოს ადმინი… 21⁵⁴მუხლი 21მუხლი 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

  • 16პაციენტის უფლებები არანებაყოფლობითი იზოლაციისას
  • 14არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზანი და ზოგადი პრინციპები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁵³პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა
  • 21⁵⁴პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი
  • 21⁵⁵პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა, ბრძანების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის წესები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90¹³საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 19არაიდენტიფიცირებული პირისათვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევა
  • 17ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4—

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 44ბავშვის მიმართ არანებაყოფლობითი ან იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 11პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁵⁵21⁵⁴21⁵³90¹³1118191741416214415
მითითებამნიშვნელობით ახლოსტუბერკულოზის კონტროლის…საქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 ივლ. 2018