1.თუ ამ წესისა და პრინციპების მე-4 მუხლით განსაზღვრული პირი ერთდროულად არის ერთზე მეტი სტატუსის მქონე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოეშობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ერთზე მეტი საფუძვლით, პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ერთი საფუძვლით – მისივე არჩევით.
2.(ამოღებულია – 20.03.2014, №246 ).
3.2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებულად მიიჩნევა და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4.(ამოღებულია – 20.07.2012, №276).
5.შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის მე-3 პუნქტით ლეგალიზებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
6.2016 წლის 1 დეკემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 13 მარტის დადგენილება №61-სსმ III, №40, 17.03.2008წ; მუხ.448 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №157-სსმ III, №109, 04.09.2009წ; მუხ.1247 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №201-სსმ III, №136, 04.11.2009წ; მუხ.1549 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №210-სსმ III, №141, 18.11.2009წ; მუხ.1643 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №254-სსმ III, №103, 24.08.2010წ; მუხ.1545 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 23.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №210 – ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №246 – ვებგვერდი, 21.03.2014წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის დადგენილება №191 - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

