სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ

მუხლი 5. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნისა და გაცემის წესი

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 15 იან. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომპეტენტური ორგანო შესაბამის რაიონებში ახდენს პირების იდენტიფიცირებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარად.

2.საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირები, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად და არ იმყოფებიან კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხვაზე, ვალდებული არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ კომპეტენტურ ორგანოს და წარადგინონ: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები დედნებთან ერთად; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (დოკუმენტი).

3.კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს მის უფლებრივ საკითხს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესახებ.

4.საყოფაცხოვრებო სუბსიდია ჩაირიცხება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ ბენეფიციარისათვის გახსნილ პირად ანგარიშზე.

5.საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება წარმოეშობა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილება, 9 აპრილის დარბევის მოწმობა და სხვ.) არსებობის შემთხვევაში, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე.

6¹.სააგენტო უფლებამოსილია, ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს და შესაბამისი კატეგორიის პირებს საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაუნიშნოს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე, რაც სააგენტოს მიეწოდება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“.

7.საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განაცხადის შეტანიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

8.საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირებისას გამოიყენება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ან/და წარმოებული მონაცემთა ბაზები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №308 – ვებგვერდი, 24.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება №58 – ვებგვერდი, 15.02.2019წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶45585
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა