სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ

მუხლი 8. გარდამავალი დებულება

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 15 იან. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს 2007 წლის 1 იანვრიდან ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის ავტომატური დარიცხვა ამ წესით გათვალისწინებულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული პირებისათვის, რომლებიც სარგებლობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ელექტროენერგიის შეღავათებით.

2.ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

2¹.საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით , განხორციელდეს სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .

2².ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები გავრცელდეს 2007 წლის 13 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

3.(ძალადაკარგულია – 08.04.2008, №91);

4.(ძალადაკარგულია – 08.04.2008, №91);

5.(ძალადაკარგულია – 08.04.2008, №91).

6.ამ წესის მე - 5 მუხლის მე - 2 პუნქტი გავრცელდეს 2009 წლის 5 ნოემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე , ხოლო 2009 წლის 5 ნოემბრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ: ა ) ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის , სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად; ბ ) ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს , რომლებიც ავადმყოფობის გამო 2010 წლის 1 აპრილამდე თადარიგში დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან , რაც დასტურდება თადარიგში დამთხოვნი დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით . ამასთან , დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

7.2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ამ წესის მე - 4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს , რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად.

8.ამ წესის მე-4 მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების სააგენტოში 2014 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2014 წლის 1 ივნისამდე წარდგენის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურება განხორციელდება 2014 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ არა უადრეს უფლების წარმოშობის მომდევნო თვისა. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება №12-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.87 საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №91-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.638 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №117-სსმ III, №78, 26.06.2009წ; მუხ.846 საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №201-სსმ III, №136, 04.11.2009წ; მუხ.1549 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 23.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №308 – ვებგვერდი, 24.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილება №105 – ვებგვერდი, 21.02.2019წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

3
  • №2/3/136329.04.2020განჩინება(7)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

  • №2/6/138121.03.2019განჩინება(7)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    ააიპ „ვეტერანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ეროვნულ უმცირესობათა, ლტოლვილთა (იძულებით გადაადგილებულთა) საზოგადოება გუშაგი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

  • №2/7/136321.03.2019საოქმო ჩანაწერი(7)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶45588
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა