,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 20¹. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ზოგადი წესი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომ – ორგანიზაცია), რომელსაც  აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2.სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი, ამ ინსტრუქციის 20 2 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

3.სპეციალური მოსარჩელის  სტატუსი უქმდება: ა) ორგანიზაციის მოთხოვნით; ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას; გ) სტატუსის რეგისტრაციის ვადის გასვლით.

4.სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება ან/და რეგისტრაციის გაუქმება არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №668 - ვებგვერდი, 31.12.2020 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2920¹52920²206812 (დ…19917420¹
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო რეესტრის შესახე…უცხოური გავლენის გამჭვ…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა