,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 20². განცხადებისა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

და დოკუმენტაციის წარდგენის წესი 1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციას (სტატუსის მიღება/გაგრძელება) სააგენტო ახორციელებს შესაბამისი ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე.

2.სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სასამართლოს შესახებ, სადაც ამ ორგანიზაციის (ან მისი თანამშრომლის) მონაწილეობით მიმდინარეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართალწარმოება, შესაბამისი საქმის რეკვიზიტების (ნომერი, თარიღი) მითითებით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინფორმაცია, სასამართლოს აქტი, ადმინისტრაციული აქტი, სხდომის ოქმი და სხვა), რომლითაც დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია.

4.დაინტერესებული პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები ითვალისწინებენ სპეციალური მოსარჩელის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას იმოქმედებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციისგან დაცვის ინტერესით, იმოქმედებენ გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის დაცვით და შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სრულად აცნობიერებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობა დადასტურებულად ჩაითვლება, თუ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდება, რომ სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრაციის მოთხოვნამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ორგანიზაცია (ან მისი თანამშრომელი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით მონაწილეობდა ან მონაწილეობს არანაკლებ 3 სამართალწარმოებაში.

6.საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა.

7.სააგენტოში სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობაზე პასუხისმგებელია უშუალოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №668 - ვებგვერდი, 31.12.2020 წ. თავი V გარდამავალი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18320¹104585911221315⁸195620²
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…,,მეწარმეთა და არასამე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა