1.რეკომენდაცია არის ეთიკის კომისიის მოსაზრება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე. რეკომენდაცია წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით განმარტავს ეთიკის კოდექსის ნორმებს და შეიცავს მოსაზრებას, შეკითხვაში გადმოცემული შესაძლო ქმედება არის თუ არა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.
2.რეკომენდაცია არ არის ეთიკის კომისიისათვის სავალდებულო. რეკომენდაციაში დაფიქსირებული მოსაზრებით კომისია არ იზღუდება დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
3.რეკომენდაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ერთ-ერთ წყაროდ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაში.

