1.ზეპირი რეკომენდაცია არის ეთიკის კოდექსის ნორმეზე, რომელზედაც არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, ასევე დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურულ საკითხებზე, “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულების ნორმების განმარტება.
2.ზეპირი რეკომენდაცია გაიცემა კომისიის აპარატის იურისტის მიერ სატელეფონო “ცხელი ხაზის” მეშვეობით (23.12.2018).
3.ზეპირი რეკომენდაცია გაიცემა ადვოკატზე, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია ადვოკატთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.
4.კომისიის აპარატის იურისტი ერთიან რეესტრში ამოწმებს ადვოკატის სახელს, გვარს, პირად N-ს, სიით N-ს, სპეციალიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს პასუხს ადვოკატს (23.12.2018).
5.ადვოკატსა და კომისიის აპარატის იურისტს შორის საუბარი, რაც ეცნობება ადვოკატს საუბრის დაწყებისთანავე, იწერება ტექნიკური საშუალების გამოყენებით და ინახება კომისიის არქივში (23.12.2018).
6.კომისიის აპარატის იურისტი უფლებამოსილია ადვოკატის შეკითხვა ჩაიწეროს და რეკომენდაცია გასცეს შეკითხვის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 05 სამუშაო დღისა (23.12.2018).
7.კომისიის აპარატის იურისტი არ უპასუხებს შეკითხვებს, რომელიც გამოქვეყნებულია ხშირად დასმული კითხვების სახით (23.12.2018).

