Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 223

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 223. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობები განუსაზღვრელი რაოდენობის დასაბუთებული აცილების შესახებ და განსაზღვრული რაოდენობის დაუსაბუთებელი აცილების შესახებ. მხარეები პირველად აყენებენ შუამდგომლობებს დასაბუთებული აცილების შესახებ, ხოლო შემდეგ − შუამდგომლობებს დაუსაბუთებელი აცილების შესახებ. თითოეული სახის აცილების უფლებას მხარეები ახორციელებენ სათითაოდ და მორიგეობით: ჯერ − ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ − დაცვის მხარე.

2.მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს მსაჯულობის კანდიდატის აცილების (თვითაცილების) საფუძველი, და მხარეებს საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარმოადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე.

3.მოსამართლე უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ შეკითხვების წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისათვის დასმასაც აპირებენ; ეს არ ზღუდავს მხარეებს, რომ დასვან დამაზუსტებელი შეკითხვები. შეკითხვის დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სხდომის თავმჯდომარე მხარეებსა და მსაჯულობის კანდიდატს გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

4.მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხები გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის თაობაზე, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში.

5.ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა ხელყოფდეს მის პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ მხარის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას. თუ ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ინტერესებს, იგი ინფორმაციას მხოლოდ უშუალოდ სხდომის თავმჯდომარეს და მხარეებს აწვდის.

6.(ამოღებულია - 24.06.2016,№5591) .

7.მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომელიც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში. თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მხარეებს უფლება აქვთ, გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის თვითაცილებისადმი.

8.ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ თვითაცილების შესახებ დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს ცალკე, მხოლოდ პროკურორისა და ადვოკატის მონაწილეობით, სხდომაზე დამსწრე პირთა მიერ სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვების გარეშე. აცილებულმა მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

9.თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არაუმეტეს 300 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.

10.თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მხარეს 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება აქვს. დანარჩენ შემთხვევებში მხარე უფლებამოსილია 6 დაუსაბუთებელი აცილება განაცხადოს.

11.(ამოღებულია - 28.06.2021, №707) . საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №63 28 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №3990 - ვებგვერდი, 17.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.

წინა მუხლი 222შემდეგი მუხლი 224

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნაფიც მსაჯულზე ზემოქმედება (მუხლი 372)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 143³მუხლი 221

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 236ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის კანდიდატთა) მოვალეობანი
  • 239შუამდგომლობის დაყენება და გადაწყვეტა
  • 224კანდიდატის დანიშვნა ნაფიც მსაჯულად

არბიტრაჟის შესახებ

  • 12არბიტრის აცილების საფუძვლები
  • 34ექსპერტის დანიშვნა და აცილება
  • 13არბიტრის აცილების პროცედურა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 34განცხადებული აცილების გადაწყვეტის წესი
  • 32თვითაცილება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁷კომისიის წევრის აცილება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 367²ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75²⁹სადისციპლინო კოლეგიის აცილება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 93აცილების განცხადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
93367²3432123413143³22123623922475²⁹41⁷223
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026