Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 75²⁹

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75²⁹. სადისციპლინო კოლეგიის აცილება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:აკადემიური დისციპლინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, განაცხადოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან სადისციპლინო კოლეგიის მთელი შემადგენლობის აცილება, თუ არსებობს სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილების ამ კანონის 75 28 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. იგი ვალდებულია დაასახელოს აცილების მოტივი და დაასაბუთოს აცილება. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს ასევე უფლება აქვს, განაცხადოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წარმომადგენლის აცილება, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.

2.შუამდგომლობას სადისციპლინო კოლეგიის, მისი წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში.

3.აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრის, კოლეგიის მთელი შემადგენლობის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია.

4.სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად.

5.სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების შესახებ შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ კანონის 75 28 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება.

6.აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია სადისციპლინო კოლეგიის აცილებული წევრის გარეშე აგრძელებს საქმის განხილვას.

7.სადისციპლინო კოლეგიის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შემთხვევაში საქმის განხილვის გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაში.

8.აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია იმავე სხდომაზე აგრძელებს საქმის განხილვას. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .

წინა მუხლი 75²⁸შემდეგი მუხლი 75³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარიცხვის აპელაციებისერვისის გვერდი
  • სასკოლო დისციპლინის აპელაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 75²⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75³⁶სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში
  • 75³³სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვა
  • 75²⁸სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁷კომისიის წევრის აცილება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 93აცილების განცხადება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 34განცხადებული აცილების გადაწყვეტის წესი

თავდაცვის კოდექსი

  • 145სადისციპლინო საბჭო

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 63აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი
  • 64აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი
  • 223ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება

ადვოკატთა შესახებ

  • 35¹დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 92დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35¹9334636422375²⁸75³⁶75³³41⁷9214575²⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…თავდაცვის კოდექსისაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026