Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარბიტრაჟის შესახებმუხლი 13

არბიტრაჟის შესახებ

მუხლი 13. არბიტრის აცილების პროცედურა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2019
თემები:საარბიტრაჟო სტრატეგიასპორტული დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345

1.მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე.

2.მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს, აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს იმ დღიდან 15 დღის ვადაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. არბიტრის აცილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს არბიტრის აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გამოაცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება მის აცილებას არბიტრის აცილების შესახებ განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის გასვლიდან 30 დღეში.

2¹.თუ არბიტრის აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც არბიტრის აცილებას აცხადებს, შეუძლია არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

3.ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

4.სასამართლოს ამ მუხლის 2 1 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. არბიტრის აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

5.აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.

რედაქციების შედარება

1. მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე. 2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს,აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს იმ დღიდან 15 დღის ვადაში,ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. არბიტრის აცილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს არბიტრის აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გამოაცხადებსაცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება მისეთანხმება აცილებას არბიტრის აცილების შესახებწერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, არბიტრისმაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის გასვლიდანამოწურვიდან 30 დღეში. 2 1 . თუ არბიტრის აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც არბიტრის აცილებასაცხადებს აცხადებს,აცილებას, შეუძლია არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ჩაბარებიდანგამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით. 3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით. 4. სასამართლოს ამ მუხლის 2 1მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. არბიტრის აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 5. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 მარ. 2015
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არბიტრის შერჩევა და დანიშვნასერვისის გვერდი
  • სპორტული არბიტრაჟისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-09-18 · №8

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2015-03-26
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

არბიტრაჟის შესახებ

  • 12არბიტრის აცილების საფუძვლები
  • 14არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 11არბიტრების დანიშვნა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356¹⁵არბიტრის დანიშვნა, აცილება და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 356²⁴საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 33მხარეთა განცხადება აცილების შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 64აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი
  • 223ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება
  • 207აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 93აცილების განცხადება

პროკურატურის შესახებ

  • 60შეფასების შედეგების გასაჩივრების წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 281²საჩივრის დასაშვებობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
93281²356¹⁵356²⁴33121411642232076013
მნიშვნელობით ახლოსარბიტრაჟის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ზოგადი ადმ…პროკურატურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 18 სექ. 2019