Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 263

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 263. ვერდიქტის გამოცხადება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.უფროსი მსაჯულის მიერ ვერდიქტის ხელმოწერის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ბრუნდებიან სასამართლო სხდომის დარბაზში და უფროსი მსაჯული სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს ვერდიქტს.

2.სხდომის თავმჯდომარემ უნდა წაიკითხოს ვერდიქტი და უნდა დარწმუნდეს შემდეგში: ა) ვერდიქტი თითოეულ ბრალდებაზე სწორი კენჭისყრის შედეგად არის მიღებული; ბ) არ არის აშკარა წინააღმდეგობა ვერდიქტის ფორმებს შორის; გ) ვერდიქტი გამოტანილია ყველა წარდგენილ ბრალდებაზე.

3.თუ სხდომის თავმჯდომარე ვერდიქტის ფორმას ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნევს, იგი ვერდიქტს სასამართლოს წინაშე გამოსაცხადებლად უბრუნებს უფროს მსაჯულს.

4.უფროსი მსაჯული აცხადებს ვერდიქტს სასამართლო სხდომის დარბაზში.

5.თუ სხდომის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვერდიქტის ფორმა არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ვერდიქტს უბრუნებს უფროს მსაჯულს და მოითხოვს ნაფიც მსაჯულთა დაბრუნებას სათათბირო ოთახში შეცდომების გასასწორებლად.

6.ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობისათვის მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს და დაითხოვს მათ, გარდა ამ კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7.თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, დაპატიმრებული ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.

8.გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს ვერდიქტის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

წინა მუხლი 262შემდეგი მუხლი 264

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 264

მიუთითებენ მასზე

მუხლი 143⁹მუხლი 143³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 262ვერდიქტის ფორმა
  • 261ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი
  • 265ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 210სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება
  • 257გადაწყვეტილების გამოტანა
  • 289ოქმის შედგენისა და გაფორმების წესი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 41დავის განხილვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 32—
  • 43¹—

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 112ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 36⁶უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 35კომიტეტის სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112412102572893243¹264143⁹143³26226126536⁶35263
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს ზოგადი ადმ…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026