საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 264. სასჯელის დანიშვნის სხდომა

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარეები საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს წარუდგენენ მოსაზრებებს სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით. თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე შესაძლოა დაშვებულ იქნეს საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებაც.

2.თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი, ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი.

3.თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის დამძიმების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე ნაკლები.

4.თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შესწევს უნარი, მიიღოს სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია, სასჯელს ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.

5.მხარეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასჯელთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებაზე.

6.სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს სასჯელს უნიშნავს ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარეები საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს წარუდგენენ მოსაზრებებს სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით. თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე შესაძლოა დაშვებულ იქნეს საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებაც. 2. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი, ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი. 3. თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ სასჯელის დამძიმების რეკომენდაციას, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე ნაკლები. 4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შესწევს უნარი, მიიღოს სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია, სასჯელს ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე. 5. მხარეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასჯელთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებაზე. 6. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს სასჯელს უნიშნავს ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 30 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53555716234203112632652242225059264
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…არბიტრაჟის შესახებსაერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა