Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 143⁹

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 143⁹. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებამდე ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს (თუ ეს ინფორმაცია არსებითად უკავშირდება მათ მიერ განსახილველ საკითხს).

2.ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაცვის მხარეს მიეწოდება ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას.

3.ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამ პირს ასეთი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად გადაეცემა მოსამართლის განჩინება მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, აგრეთვე ის მასალა, რომლის საფუძველზედაც მიიღო მოსამართლემ ამგვარი გადაწყვეტილება, და განემარტება აღნიშნული განჩინების ამ კოდექსის 143 3 მუხლის მე-15 ნაწილით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როდის ეცნობოს პირს მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და გადაეცეს შესაბამისი განჩინება და მასალა, სამართალწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ, იღებს პროკურორი.

4.თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან 12 თვის ვადაში პირს არ აცნობოს მის მიმართ ამ მოქმედების ჩატარების შესახებ, იგი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლემაც მიიღო განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, და მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდების არაუმეტეს 12 თვით გადავადება. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს ის საფრთხე, რომელიც პირისთვის შეტყობინებით შეექმნება ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, ამოცანის შესრულებასა და სამართალწარმოების ინტერესებს. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 48 საათში, ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით, საკუთარი შეხედულებისამებრ, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას მოსამართლე შეტყობინებით უზრუნველყოფს შესაბამისი პროკურორის მონაწილეობას განხილვაში. მისი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე შესაბამისი პირისთვის შეტყობინების გადავადების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და ამგვარი ინფორმაციის მიწოდების გადავადებაზე უარის თქმის თაობაზე.

5.თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ არსებობს იმავე ნაწილით განსაზღვრული საფრთხე, პროკურორი უფლებამოსილია აღნიშნული ნაწილით დადგენილი წესით ორჯერ მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდების გადავადება. პროკურორი უფლებამოსილია თითოეულ ჯერზე მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების არაუმეტეს 12 თვით გადავადება.

6.თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე−143 ​ 2 , 144-ე−144 ​ 3 , 223-ე−224 ​ 1 , 230-ე−232-ე, 234-ე−235 ​ 1 და 255 ​ 1 მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260 1 მუხლის მე-3 ნაწილით, 260 2 და 260 3 მუხლებით, 261-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 261 1 მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 262-ე და 263-ე მუხლებითა და XXXVII−XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, შეიძლება გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება, რათა საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და სამართალწარმოების ინტერესებს. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით თითოეულ ჯერზე შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 12 თვით.

7.თუ ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორმა შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1722 – ვებგვერდი, 14.09.2022წ . საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. მუხლი 143 10 . ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი 1. საქართველოს უზენაესი სასამართლო ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრს, რომელშიც აისახება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოებში შესული შუამდგომლობების და სასამართლოთა მიერ მათზე მიღებული განჩინებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავდა ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განადგურდა.

2.საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალდებულია ყოველი წლის ბოლოს გამოაქვეყნოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. თავი XVII სხვა საპროცესო მოქმედებები

რედაქციების შედარება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებამდე ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს (თუ ეს ინფორმაცია არსებითად უკავშირდება მათ მიერ განსახილველ საკითხს). 2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაცვის მხარეს მიეწოდება ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას. 3. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამ პირს ასეთი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად გადაეცემა მოსამართლის განჩინება მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, აგრეთვე ის მასალა, რომლის საფუძველზედაც მიიღო მოსამართლემ ამგვარი გადაწყვეტილება, და განემარტება აღნიშნული განჩინების ამ კოდექსის 143 3 მუხლის მე-15 ნაწილით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როდის ეცნობოს პირს მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და გადაეცეს შესაბამისი განჩინება და მასალა, სამართალწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ, იღებს პროკურორი. 4. თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან 12 თვის ვადაში პირს არ აცნობოს მის მიმართ ამ მოქმედების ჩატარების შესახებ, იგი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლემაც მიიღო განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, და მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდების არაუმეტეს 12 თვით გადავადება. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს ის საფრთხე, რომელიც პირისთვის შეტყობინებით შეექმნება ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, ამოცანის შესრულებასა და სამართალწარმოების ინტერესებს. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 48 საათში, ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით, საკუთარი შეხედულებისამებრ, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას მოსამართლე შეტყობინებით უზრუნველყოფს შესაბამისი პროკურორის მონაწილეობას განხილვაში. მისი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე შესაბამისი პირისთვის შეტყობინების გადავადების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და ამგვარი ინფორმაციის მიწოდების გადავადებაზე უარის თქმის თაობაზე. 5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ არსებობს იმავე ნაწილით განსაზღვრული საფრთხე, პროკურორი უფლებამოსილია აღნიშნული ნაწილით დადგენილი წესით ორჯერ მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდების გადავადება. პროკურორი უფლებამოსილია თითოეულ ჯერზე მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების არაუმეტეს 12 თვით გადავადება. 6. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე−143 ​ 2 , 144-ე−144 ​ 3 , 223-ე−224 ​ 1 , 230-ე−232-ე, 234-ე−235 ​ 1 და 255 ​ 1 მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260 1 მუხლის მე-3 ნაწილით, 260 2 და 260 3 მუხლებით, 261-ე მუხლის მე-3 და მე-6მე-4−მე-7 ნაწილებით, 261 1261-ე მუხლის მე-3 და მე-6მე-4−მე-8 ნაწილებით, 262-ე და 263-ე მუხლებითა და XXXVII−XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, შეიძლება გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება, რათა საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და სამართალწარმოების ინტერესებს. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით თითოეულ ჯერზე შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 12 თვით. 7. თუ ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორმა შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1722 – ვებგვერდი, 14.09.2022წ . საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. მუხლი 143 10 . ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი 1. საქართველოს უზენაესი სასამართლო ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრს, რომელშიც აისახება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოებში შესული შუამდგომლობების და სასამართლოთა მიერ მათზე მიღებული განჩინებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავდა ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განადგურდა. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალდებულია ყოველი წლის ბოლოს გამოაქვეყნოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. თავი XVII სხვა საპროცესო მოქმედებები

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მაი. 2025· გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025
წინა მუხლი 143⁸შემდეგი მუხლი 144

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-04-17
2
რედაქცია
10
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 1ოპერატიულ-სამძებრო… 6მუხლი 1მუხლი 112მუხლი 143³მუხლი 260მუხლი 261მუხლი 263მუხლი 6მუხლი 83

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 143⁶ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა და შეჩერება
  • 143⁸ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურება
  • 143⁵ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის შენახვისა და აღრიცხვის ვალდებულება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 20პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება
  • 40¹⁶ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 17ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება

პროკურატურის შესახებ

  • 47მოთხოვნა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 5საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 14ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შენახვა, გაცემა და განადგურება
  • 13ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 61ინფორმაციის კონფიდენციალურობა

ადვოკატთა შესახებ

  • 7პროფესიული საიდუმლოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161112143³260261263683143⁶143⁸143⁵2017143⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…სამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026