Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 303

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 303. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აპელაციის ადვოკატურაგასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³45678

1.თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2.(ამოღებულია - 08.02.2017, №260).

3.საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

3¹.საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

3².საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

3³.საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. ეს განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას.

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს მხარეებს, ხოლო თუ დაუშვებლად ცნობილია პროკურორის საკასაციო საჩივარი – აგრეთვე ზემდგომ პროკურორს.

5.თუ საკასაციო სასამართლო განჩინებით საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, იგი ნიშნავს საკასაციო სხდომის თარიღს. საკასაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.

6.საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

7.კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

8.საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონი № 260 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

წინა მუხლი 302შემდეგი მუხლი 304

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კასაციის აპელაციები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უზენაესი სასამართლოს აპელაცია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 301

მიუთითებენ მასზე

მუხლი 304¹მუხლი 143³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 295სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა
  • 302საკასაციო საჩივრის შეტანა
  • 313შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 401საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
  • 397საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა
  • 400საკასაციო საჩივრის გადაგზავნა მეორე მხარისთვის, პასუხი საკასაციო საჩივარზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 281²საჩივრის დასაშვებობა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75⁵⁶საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 34¹საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში
  • 21¹⁰⁶რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა
  • 26²განმწესრიგებელი სხდომა

ამნისტიის შესახებ

  • 15—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34¹21¹⁰⁶26²281²401397400301304¹143³29530231375⁵⁶15303
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026