1.ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
(პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.
31).
2.ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებულ საპროცესო გადაწყვეტილებებს უნარჩუნდება კანონიერი ძალა.
3.ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით
, გარდა ამავე კოდექსის 168
1
და 168
2
მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.
(ძალადაკარგულია მე-3 ნაწილის
ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ამავე კოდექსით გათვალისწინებული წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური 9 თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე)
(ძალადაკარგულია მე-3 ნაწილის
ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557,571,576 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
3¹.თუ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო და მის მიმართ შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გარდა 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების შეჩერებისა). ასეთ შემთხვევაში საქმის სასამართლოში წარმართვამდე ბრალდებულად ყოფნის ვადაა 9 თვე. ამ ვადის დინება გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან. აღნიშნულ ვადაში არ ითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება.
4.(ამოღებულია - 24.09.2010, №3616)
.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557, 571,576 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 30 აპრილის კანონი №3520 - ვებგვერდი, 30.04.2015წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილისაქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი(პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31).2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებულ საპროცესო გადაწყვეტილებებს უნარჩუნდება კანონიერი ძალა.3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდებასაქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681და 1682მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.(ძალადაკარგულია მე-3 ნაწილისის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ამავე კოდექსით გათვალისწინებული წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური 9 თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე)(ძალადაკარგულია მე-3 ნაწილისის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე) -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557,571,576 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.31. თუ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო და მის მიმართ შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გარდა 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების შეჩერებისა). ასეთ შემთხვევაში საქმის სასამართლოში წარმართვამდე ბრალდებულად ყოფნის ვადაა 9 თვე. ამ ვადის დინება გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან. აღნიშნულ ვადაში არ ითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება.4.(ამოღებულია - 24.09.2010, №3616).საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557, 571,576 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.საქართველოს 2015 წლის 30 აპრილის კანონი №3520 - ვებგვერდი, 30.04.2015წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №111 · ძალაშია 29 ოქტ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ადამიანის სისხლისა და …პენიტენციური კოდექსიწყლის შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა