საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 75. პირის ბრალდებულად ცნობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.

2.ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.

3.(ამოღებულია).

4.დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა იგი ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას. 2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. 3. (ამოღებულია). 4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა იგი ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას, ანდა მას იცავდა იმუნიტეტი. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №53 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    მე-4 ნაწილში იმავე ბრალდების წაყენების აკრძალვა შეზღუდულია ამ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევით; მე-5 ნაწილიდან ამოღებულია სასამართლოში გაგზავნიდან სამართალში მიცემამდე გასული დრო.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    75-ე მუხლის მე-3 ნაწილი (განსასჯელის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ცნებები) ამოღებულია. მე-4 ნაწილში ბრალდებულად ყოფნის ვადა 24 თვიდან 12 თვემდე შემცირდა, ვადის გასვლას დაემატა დევნის შეწყვეტის ან საქმის სასამართლოში გადაგზავნის შედეგი და დაწესდა იგივე ბრალდების ხელახლა წაყენების აკრძალვა.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    75-ე მუხლის მე-5 ნაწილში იმ დროის ჩამონათვალს, რომელიც მე-4 ნაწილის ვადაში არ ითვლება, დაემატა დრო, როცა ბრალდებულს იმუნიტეტი იცავდა.

  4. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია დათქმა, რომ ბრალდების დადგენილება საბოლოო დასკვნის საფუძველი არ არის, ხოლო მე-5 პუნქტში ვადიდან გამოსარიცხ პერიოდებს დაემატა ავადმყოფობის პერიოდი და სასამართლოში გაგზავნიდან სამართალში მიცემამდე გასული დრო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7114676421728680⁷32916974101341141575
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებხელშეკრულება საქართველ…ამნისტიის შესახებ