Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანორმატიული აქტების შესახებმუხლი 25

ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 25. ნორმატიული აქტის გაუქმება ​

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567899¹10

1.ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.

2.არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

3.იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენას, თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.

5.იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.

6.საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი.

7.(ამოღებულია - 20.09.2013, №1157) .

8.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

9.თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სხვა სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებას ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.

9¹.თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული გარემოებები, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

10.ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით − შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4563 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №661 – ვებგვერდი, 24.06.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1157 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1967 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5570 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი V. ნორმატიული აქტის გამოქვეყნება

რედაქციების შედარება

1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას. 2. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. 3. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენას, თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. 5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად. 6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი. 7. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157) . 8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. 9. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სხვა სახელმწიფო ორგანოსან (თანამდებობისადგილობრივი პირის)თვითმმართველობის ანსხვა მუნიციპალიტეტისორგანოს წარმომადგენლობითი(თანამდებობის ორგანოსპირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვისამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს. 9 ​ 1 . თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული გარემოებები,გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების  (შეჩერების)  უფლებამოსილების მქონე  ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთისა  და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითიადგილობრივი ორგანოსთვითმმართველობის ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 10. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით − შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4563 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №661 – ვებგვერდი, 24.06.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1157 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1967 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5570 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი V. ნორმატიული აქტის გამოქვეყნება

წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №43

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 22ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
  • 12საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 24ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 21ნორმატიული აქტის მოქმედება დროში

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 22ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 19ნორმატიული აქტის მოქმედება დროში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1506ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
  • 3სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 61ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 43ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

პენიტენციური კოდექსი

  • 147ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ნორმატიული აქტები

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 53საქართველოს ნორმატიული აქტი, რომელიც ძალას კარგავს კანონის ამოქმედებისთანავე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
536143150633322122219242114725
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026