Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 59

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 59. სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები #

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული; ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე; ბ 1 ) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს; გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი; დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან; დ 1 ) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე; ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

2.მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში.

3.მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეტანილი საჩივრის განხილვაში.

4.საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება არ არის ადრე ამ საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.

5.პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას.

6.სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში, თუ არ არსებობს დაცვის მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა. საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4961 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

წინა მუხლი 58²შემდეგი მუხლი 60

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 60სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
  • 61¹სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
  • 30შეუთავსებლობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 31მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები
  • 95პირები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ წარმომადგენლებად სასამართლოში
  • 29საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 50პროცესში საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72¹მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა
  • 40მოსამართლის ხელშეუხებლობა
  • 45მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისგან

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11⁵პირის მოსამსახურედ მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁵319529636061¹3072¹40455059
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…საერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026