არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 50. პროცესში საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის მიმართვის საფუძველზე საპროცესო წარმომადგენლად ასახელებს თავისი თანამშრომლის კანდიდატურას. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე საპროცესო წარმომადგენლად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ან სხვა სანდო პირს, თუ: ა) პროცესში კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არასრულწლოვნის სამართალდამცავ ორგანოში მიყვანიდან 1 საათის განმავლობაში შეუძლებელია; ბ) არასრულწლოვანი არ ცხოვრობს კანონიერ წარმომადგენელთან ან/და უარს აცხადებს მასთან დაკავშირებაზე ან პროცესში მის მონაწილეობაზე; გ) კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს; დ) არასრულწლოვანი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლია ან თვითმხილველია; ე) კანონიერი წარმომადგენელი იმავე დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული; ვ) კანონიერი წარმომადგენელი ხელმიუწვდომელია.

2.დაუშვებელია ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის/მათთვის არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა და გადაცემა.

3.სხვა სანდო პირი საპროცესო წარმომადგენლად ინიშნება არასრულწლოვნის მოსაზრების გათვალისწინებით.

4.საპროცესო წარმომადგენელი უფლებამოსილია: ა) პროცესის მწარმოებელი ორგანოს თანამდებობის პირთან გამოთქვას მოსაზრება არასრულწლოვნის საჭიროებების შესახებ; ბ) ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვნის ახლო ნათესავთან, ადვოკატთან და მეგობართან; გ) არასრულწლოვანს აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიური ან სოციალური  მომსახურებისა და მისი მიღების ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ; დ) არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი საპროცესო სტატუსის, მის მიერ ჩვენების მიცემის მნიშვნელობის, ხანგრძლივობისა და ფორმის, აგრეთვე დაკითხვის ჩატარების წესის შესახებ; ე) არასრულწლოვანს აცნობოს სასამართლო მოსმენის დრო და ადგილი, აგრეთვე სხვა შესაბამისი მოქმედებების ჩატარების და დაცვის ხელმისაწვდომი ღონისძიებების შესახებ; ვ) არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიმართ გამოტანილი საპროცესო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ; ზ) არასრულწლოვნის დასახმარებლად განახორციელოს სხვა მოქმედებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 ივნ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1582101951290129327³35939823298050
მითითებამნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა