ლექსიკონი

ოჯახის წევრი

კანონში განსაზღვრული 12 განმარტება

წყაროები:საერთაშორისო დაცვის შესახებ · მუხლი 3ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ · მუხლი 4საერთაშორისო დაცვის შესახებ · მუხლი 3საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · მუხლი 356¹უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ · მუხლი 2საქართველოს მოქალაქეობის შესახებ · მუხლი 2მაუწყებლობის შესახებ · მუხლი 2საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ · მუხლი 2ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ · მუხლი 2უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ · მუხლი 2საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი · მუხლი 3ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ · მუხლი 3

წარმოშობის ქვეყანაში უკვე არსებული ოჯახის წევრი, კერძოდ: ფ.ა) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ანდა თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი; ფ.ბ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დასაოჯახებელი არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან ანდა თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ნაშვილები, დასაოჯახებელი არასრულწლოვანი; ფ.გ) დასაოჯახებელი არასრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დედა, მამა, კანონიერი წარმომადგენელი

ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას

თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პარტნიორი, ამ პირთა არასრულწლოვანი შვილები რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან და წარმოშობის ქვეყნის სამართლის საფუძველზე შვილად აყვანილი არასრულწლოვნები, დედა, მამა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი, განსაზღვრული წარმოშობის ქვეყნის სამართლით ან წარმოშობის ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, აგრეთვე განმცხადებლის ან მისი მეუღლის მშობელი და დასაოჯახებელი სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული, ან მხარდაჭერის მიმღები პირი (პირები)

რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირი

უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; არასრულწლოვანი უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანის მშობელი; საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელი

საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი

მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, პაპა-ბებია, შვილიშვილი, და-ძმა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)