ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 26

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოთხოვნა სისხლის სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) შემკითხველი და შემსრულებელი ორგანოების დასახელებას; ბ) მოთხოვნის საგანს; გ) ბრალდებულთა ან მსჯავრდებულთა სახელებს, ინფორმაციას მათი მოქალაქეობის, საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დაბადების თარიღს, ადგილს და მშობლების დასახელებას; დ) მათი რწმუნებულების სახელებსა და მისამართებს; ე) მოთხოვნის შინაარსს და მისი შესრულებისათვის აუცილებელ ინფორმაციას, ცნობებს დანაშაულის ხასიათის შესახებ და იმ ფაქტების აღწერას, რომლის საფუძველზეც მოცემულ ქმედებას მიეცა კონკრეტული კვალიფიკაცია.

2.მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შემკითხველი ორგანოს მიერ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1021261129946536646 (და…2426
მნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…შრომითი მოვალეობის შეს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა