საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

მუხლი 63. სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის დაკმაყოფილება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სასამართლოები აკმაყოფილებენ უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობებს სამართლებრივი დახმარების შესახებ.

2.უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.თუ შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ ქართულ ენაზე არ არის შედგენილი ან არ ერთვის დამოწმებული ქართული თარგმანი, მისი დაკმაყოფილება დამოკიდებული იქნება იმაზე, გაიღებს თუ არა დაინტერესებული მხარე შესაბამის ავანსს ქართულ ენაზე თარგმანის შესასრულებლად და დასამოწმებლად.

4.შუამდგომლობის აღმძვრელი სასამართლოს თხოვნით, საპროცესო მოქმედების შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო ქვეყნის სამართლის საპროცესო ნორმები, თუ ისინი საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 აპრ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4426290716270115472711663
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სისხლის სა…არბიტრაჟის შესახებხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა