Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანორმატიული აქტების შესახებმუხლი 17

ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²34567

1.კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; ბ 1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; ბ 2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ე) კანონპროექტის ავტორი; ვ) კანონპროექტის ინიციატორი.

1¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონპროექტის ფინანსური გავლენის მეთოდოლოგიას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

1².ამ კანონის 17 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტს, განმარტებითი ბარათის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად, უნდა დაერთოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომელშიც აისახება: ა) არსებული პრობლემის არსი და ანალიზი, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, და მისი გამომწვევი მიზეზები; ბ) მიზანი, რომლის მიღწევაც რეგულირებითაა დაგეგმილი; გ) მიზნის მიღწევის ალტერნატიული ვარიანტები, მათი ანალიზი და ზეგავლენის შეფასება, მათ შორის, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელი შედეგი; დ) მიზნის მიღწევის შერჩეული ვარიანტის უპირატესობის დამადასტურებელი არგუმენტები; კანონპროექტის მოსალოდნელი ეკონომიკური, ფისკალური, სოციალური, ეკოლოგიური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან/და სხვა შედეგები და რისკები, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან/და არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელ შედეგებსა და რისკებთან მიმართებით; ე) სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები და გარემოებები, რომლებმაც განაპირობა კანონპროექტის მომზადება და რომლებზედაც გავლენას მოახდენს კანონპროექტი; ვ) კანონპროექტის მომზადების პროცესის დეტალური აღწერა; კონსულტაციების პროცესში მიღებული ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებლობის შედეგების შეჯამება; ზ) კანონის აღსრულების გზები და მისი აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოების/დაწესებულებების როლი და ფუნქციები; თ) კანონის აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების გზები. [ 1 3 . თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია, როგორც საკანონმდებლო პაკეტის ნაწილი, ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტებს დაერთვის 1 საერთო განმარტებითი ბარათი, რომელშიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აისახება ინფორმაცია საკანონმდებლო პაკეტის შესახებ. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს: ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ყველა შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის დოკუმენტი, მათ შორის, იმ შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რომელიც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელში ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი, და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად.

3.საქართველოს პარლამენტის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

4.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

5.კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს: ა ) განმარტებითი ბარათი , რომელშიც აისახება : ა.ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ა.გ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; ა 1 ) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა); გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ; დ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება (საქართველოს მთავრობის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის შემთხვევაში.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ 2 “ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება უნდა მოიცავდეს იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის დასაბუთებას ან/და იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, შეიძლება ნორმატიული აქტის მიღებამ მოახდინოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ნორმატიული აქტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის, იგი ამას განმარტებითი ბარათის შესაბამის ნაწილში აღნიშნავს. ნორმატიული აქტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით: ა) დგინდება ახალი ან/და სპეციფიკური უფლებები, ვალდებულებები ან შესაძლებლობები, რომლებიც ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ გაუჩნდება ქალს ან მამაკაცს დიფერენცირებულად ან/და უთანასწოროდ; ბ) ხორციელდება ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს ნორმატიული აქტის პროექტიდან და უთანასწოროდ ზღუდავს ან უწყობს ხელს ქალისთვის ან მამაკაცისთვის განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ძალადობისგან დაცვის, შემოსავლებისა და სხვა სიკეთის, აგრეთვე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიფერენცირებულ ან/და უთანასწორო ხელმისაწვდომობას; გ) მოსალოდნელია ნორმატიული აქტის პროექტის მიერ ქალისა და მამაკაცის სამართლებრივ ან ფაქტობრივ თანასწორობაზე სხვა გავლენის მოხდენა.

7.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ 2 “ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება შეიძლება მოიცავდეს იმ შესაბამის ფაქტებზე, ინფორმაციის წყაროებზე ან/და მტკიცებულებებზე მითითებას, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების შეფასება და რომლებითაც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი/ინიციატორი ხელმძღვანელობდა. საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №65 36 - ვებგვერდი, 03.07.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 30.12.2012წ. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2515 - ვებგვერდი, 22.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3876 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის ორგანული  კანონი №4607 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №5007 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის ორგანული კანონი №5907 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6868 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 9 ივნისის ორგანული კანონი №1647 – ვებგვერდი, 23.06.2022წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №2431 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის ორგანული კანონი №441 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის ორგანული კანონი №1684 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

რედაქციების შედარება

1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; [ ბ 1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ე) კანონპროექტის ავტორი; ვ) კანონპროექტის ინიციატორი. 1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონპროექტის ფინანსური გავლენის მეთოდოლოგიას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 1 2 . ამ კანონის 17 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტს, განმარტებითი ბარათის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად, უნდა დაერთოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომელშიც აისახება: ა) არსებული პრობლემის არსი და ანალიზი, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, და მისი გამომწვევი მიზეზები; ბ) მიზანი, რომლის მიღწევაც რეგულირებითაა დაგეგმილი; გ) მიზნის მიღწევის ალტერნატიული ვარიანტები, მათი ანალიზი და ზეგავლენის შეფასება, მათ შორის, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელი შედეგი; დ) მიზნის მიღწევის შერჩეული ვარიანტის უპირატესობის დამადასტურებელი არგუმენტები; კანონპროექტის მოსალოდნელი ეკონომიკური, ფისკალური, სოციალური, ეკოლოგიური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან/და სხვა შედეგები და რისკები, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან/და არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელ შედეგებსა და რისკებთან მიმართებით; ე) სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები და გარემოებები, რომლებმაც განაპირობა კანონპროექტის მომზადება და რომლებზედაც გავლენას მოახდენს კანონპროექტი; ვ) კანონპროექტის მომზადების პროცესის დეტალური აღწერა; კონსულტაციების პროცესში მიღებული ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებლობის შედეგების შეჯამება; ზ) კანონის აღსრულების გზები და მისი აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოების/დაწესებულებების როლი და ფუნქციები; თ) კანონის აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების გზები. 2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს: ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ყველა შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის დოკუმენტი, მათ შორის, იმ შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რომელიც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელში ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი, და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად. 3. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს: ა ) განმარტებითი ბარათი , რომელშიც აისახება : ა.ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ა 1 ) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა); გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ; [ დ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება (საქართველოს მთავრობის ან მუნიციპალიტეტისადგილობრივი წარმომადგენლობითითვითმმართველობის ორგანოს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის შემთხვევაში.შემთხვევაში). (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №65 36 - ვებგვერდი, 03.07.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 30.12.2012წ. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2515 - ვებგვერდი, 22.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3876 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის ორგანული  კანონი №4607 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №5007 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის ორგანული კანონი №5907 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6868 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
  2. 4 აპრ. 2025
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 17¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №43

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-12
5
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17¹

მიუთითებენ მასზე

საქართველოს პარლამ… 97

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 16ნორმატიული აქტის სტრუქტურა
  • 18ნორმატიული აქტის რეკვიზიტები
  • 19ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა ​

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 18ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები
  • 17ნორმატიული აქტის სტრუქტურა
  • 19ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 14ნორმატიული აქტის სტრუქტურა
  • 16ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 20სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

  • 16ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 52¹ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 98პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹17¹16181920161416181719979817
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი მოსაკრებლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026