Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 97

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 97. კანონპროექტის განსახილველად მიღება და საკომიტეტო მოსმენისთვის მომზადება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური სახით, აგრეთვე ადვილად დასამუშავებელი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, რომელიც მას აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს.

2.საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციაში გატარების თარიღი.

3.პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ ამ რეგლამენტის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი; გ) კანონპროექტის ავტორი; დ) კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენის თარიღი; ე) წამყვანი კომიტეტი; ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი; ზ) სავალდებულო კომიტეტები; თ) კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი.

4.პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის„ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე.

5.პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებსა და მე-2–მე-4 პუნქტებთან შესაბამისობას, ხოლო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი − „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების/ქვეპუნქტების მოთხოვნებს, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოტივირებული დასკვნების საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.

6.პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებიდან პირველ მოსმენამდე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე.

7.თუ საქართველოს მთავრობა კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას მოითხოვს, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ვადებს და მას შესაბამის კომიტეტებს გადასცემს.

8.პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

9.პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით.

10.თუ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისთვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა, ამ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს პარლამენტის ბიურო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური სახით, აგრეთვე ადვილად დასამუშავებელი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, რომელიც მას აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს. 2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციაში გატარების თარიღი. 3. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ ამ რეგლამენტის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი; გ) კანონპროექტის ავტორი; დ) კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენის თარიღი; ე) წამყვანი კომიტეტი; ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი; ზ) სავალდებულო კომიტეტები; თ) კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი. 4. პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის„ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე. 5. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებსა და მე-2–მე-4 პუნქტებთან შესაბამისობას, ხოლო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი − „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების/ქვეპუნქტების მოთხოვნებს, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოტივირებული დასკვნების საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს. 6. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებიდან პირველ მოსმენამდე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე. 7. თუ საქართველოს მთავრობა კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას მოითხოვს, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ვადებს და მას შესაბამის კომიტეტებს გადასცემს. 8. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 9. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით. 10. თუ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისთვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა, ამ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს პარლამენტის ბიურო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 96შემდეგი მუხლი 98

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნორმატიული აქტების… 17ნორმატიული აქტების… 17მუხლი 17მუხლი 96

მიუთითებენ მასზე

მუხლი 96

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 96კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 102კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 103ალტერნატიული კანონპროექტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 86კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
  • 85კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 112უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 72კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
  • 90უმაღლესი
  • 74საკანონმდებლო წინადადება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 15ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

საქართველოს კონსტიტუცია

  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 39საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45171715729074868511296171021033997
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026