Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებმუხლი 24

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 24. ნორმატიული აქტის გაუქმება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 11 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.

2.არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

3.იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენას, თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.

5.იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.

6.საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი.

7.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

8.თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების თანახმად განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.

9.ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. თავი V ნორმატიული აქტის გამოქვეყნება

წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-11 · №6

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 21ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
  • 32კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
  • 27ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 25ნორმატიული აქტის გაუქმება ​
  • 22ნორმატიული აქტის მოქმედება დროში

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 22ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 19ნორმატიული აქტის მოქმედება დროში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1506ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
  • 3სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 61ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 25—

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 43ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
614315063252522221921322724
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 11 დეკ. 2025