Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანორმატიული აქტების შესახებმუხლი 22

ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 22. ნორმატიული აქტის გაუქმება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹9

1.ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.

2.არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

3.იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენას, თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4.ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.

5.იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.

6.საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი.

7.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი მისი უკანონობის ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

8.თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.

8¹.თუ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

9.ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 16 აგვისტოს კანონი №26 - ვებგვერდი, 21.08.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 7 თებერვლის კანონი №03 - ვებგვერდი, 11.02.2025 წ. თავი V აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. ნორმატიული აქტის გამოქვეყნება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 14 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 მარ. 2025· გამოქვეყნდა 11 თებ. 2025

    8¹ პუნქტში მინისტრის აპარატი შეიცვალა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროთი როგორც აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით მიმართვის ვალდებულების სუბიექტი და სასამართლოში წარმომადგენელი; დაემატა სიტყვა „თუ“.

  2. 15 ოქტ. 2020

    მე-8 პუნქტში ნორმატიული აქტის იურიდიული ძალის არარსებობის საფუძვლებს დაემატა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევით მიღება. მე-9 პუნქტში საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები ზემდგომი ორგანოს გვერდით დასახელდა სიტყვით „აგრეთვე“, ხოლო „მათი“ შეიცვალა „თავიანთი“-ით.

  3. 15 ოქტ. 2019· გამოქვეყნდა 21 აგვ. 2019
  4. 8 აგვ. 2014

    22-ე მუხლის მე-7 პუნქტში მთავრობის მიერ გაუქმებადი ნორმატიული აქტის ავტორად მინისტრის ნაცვლად დასახელებულია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი.

  5. 25 ოქტ. 2011

    22-ე მუხლს დაემატა 8¹ პუნქტი იუსტიციის დეპარტამენტის მიმართვის ვალდებულებისა და სასამართლოში წარმომადგენლობის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №11

  • 5 ცვლილება · ბოლო 11 თებ. 2025
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 23²ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი
  • 11აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტი
  • 19ნორმატიული აქტის მოქმედება დროში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 24ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 21ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
  • 32კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 25ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 22ნორმატიული აქტის მოქმედება დროში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1506ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
  • 3სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 61ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 25

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
611506325252223²111924213222
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026