აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

მუხლი 8. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისა და პერსონალის ვალდებულებები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას ახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება .

2.მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია პირს , რომელმაც დადგენილი წესით გაიარა ტესტირება აივ ინფექციაზე , მიაწოდოს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ , თუ პირი უარს არ აცხადებს ინფორმაციის მიღებაზე . პირისათვის ინფორმაციის არმიწოდების ან ინფორმაციის მოცულობის შეზღუდვის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით .

3.მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დიაგნოზთან ერთად პირს მიაწოდოს ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ , რომლებიც სავალდებულოა სხვათა უსაფრთხოებისათვის და რომელთა დარღვევისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია შესაბამისი პასუხისმგებლობა .

4.მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესთავაზოს პირს და , მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში , უზრუნველყოს აივ ინფექციაზე ტესტის წინა და შემდგომი კონსულტირება .

5.მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას , ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს აღრიცხვა .

6.მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას , ვალდებულია აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირის/პირთა შესახებ , რომელთანაც/რომლებთანაც მას ჰქონდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველი კონტაქტი .

7.აივ ინფიცირებულის / შიდსით დაავადებულის მიერ ამ კანონის მე- 11 მუხლის მე- 2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას / ხელშეწყობას ან / და მოვლას , ვალდებულია პირის მეუღლეს / სქესობრივ პარტნიორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია პირის აივ დადებითი სტატუსის შესახებ , თუ ცნობილია მისი მეუღლის/სქესობრივი პარტნიორის ვინაობა .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობასა და მოვლას ახორციელებს მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება . 2. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია პირს , რომელმაც დადგენილი წესით გაიარა ტესტირება აივ ინფექციაზე , მიაწოდოს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ , თუ პირი უარს არ აცხადებს ინფორმაციის მიღებაზე . პირისათვის ინფორმაციის არმიწოდების ან ინფორმაციის მოცულობის შეზღუდვის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით . 3. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დიაგნოზთან ერთად პირს მიაწოდოს ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ , რომლებიც სავალდებულოა სხვათა უსაფრთხოებისათვის და რომელთა დარღვევისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია შესაბამისი პასუხისმგებლობა . 4. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესთავაზოს პირს და , მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში , უზრუნველყოს აივ ინფექციაზე ტესტის წინა და შემდგომი კონსულტირება . 5. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას , ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს აღრიცხვა . 6. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას/ხელშეწყობას ან/და მოვლას , ვალდებულია აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირის/პირთა შესახებ , რომელთანაც/რომლებთანაც მას ჰქონდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველი კონტაქტი . 7. აივ ინფიცირებულის / შიდსით დაავადებულის მიერ ამ კანონის მე- 11 მუხლის მე- 2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას / ხელშეწყობას ან / და მოვლას , ვალდებულია პირის მეუღლეს / სქესობრივ პარტნიორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია პირის აივ დადებითი სტატუსის შესახებ , თუ ცნობილია მისი მეუღლის/სქესობრივი პარტნიორის ვინაობა .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 ივლ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 24 სექ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3946188108316119710548
მითითებამნიშვნელობით ახლოსაივ ინფექცია/შიდსის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…საზოგადოებრივი ჯანმრთე…ელექტრონული კომერციის …სამედიცინო-სოციალური ე…საექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა