აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

მუხლი 9. აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას / ხელშეწყობას ან/და მოვლას , ასევე ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირები , რომლებსაც აქვთ ინფორმაცია პირის აივ ინფიცირების / შიდსით დაავადების შესახებ , ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა .

2.მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დაიცვას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სიცოცხლეში , ისე მისი სიკვდილის შემდეგ .

3.მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია : ა ) თუ აივ ინფიცირებულისაგან/შიდსით დაავადებულისაგან მიღებულია ინფორმირებული თანხმობა ; ბ ) თუ არსებობს აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის წინასწარგანცხადებული წერილობითი თანხმობა მისი გარდაცვალების შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის შესახებ ; გ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში .

4.აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ ინფორმაციის სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით გაცემა დასაშვებია , თუ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი , რომ შეუძლებელია პირის იდენტიფიკაცია .

5.აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს , თავად განსაზღვროს პირი/პირები , რომელსაც/რომელთაც შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია მისი აივ სტატუსის შესახებ .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკას , მკურნალობას , პროფილაქტიკას , მხარდაჭერას / ხელშეწყობას ან/და მოვლას , ასევე ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირები , რომლებსაც აქვთ ინფორმაცია პირის აივ ინფიცირების / შიდსით დაავადების შესახებ , ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა . 2. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია დაიცვას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სიცოცხლეში , ისე მისი სიკვდილის შემდეგ . 3. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია : ა ) თუ აივ ინფიცირებულისაგან/შიდსით დაავადებულისაგან მიღებულია ინფორმირებული თანხმობა ; ბ ) თუ არსებობს აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის წინასწარგანცხადებული წერილობითი თანხმობა მისი გარდაცვალების შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის შესახებ ; გ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში . 4. აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის შესახებ ინფორმაციის სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით გაცემა დასაშვებია , თუ ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენილი , რომ შეუძლებელია პირის იდენტიფიკაცია . 5. აივ ინფიცირებულს/შიდსით დაავადებულს უფლება აქვს , თავად განსაზღვროს პირი/პირები , რომელსაც/რომელთაც შეიძლება მიეწოდოს ინფორმაცია მისი აივ სტატუსის შესახებ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 ივლ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 24 სექ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48282688381011202915119
მნიშვნელობით ახლოსაივ ინფექცია/შიდსის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…საექიმო საქმიანობის შე…ფსიქიკური ჯანმრთელობის…სატელეკომუნიკაციო ინფრ…პაციენტის უფლებების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა