საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 8. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მცხოვრებ პირს დროულად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსის, აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკის და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ. აღნიშნული პირის არასრულწლოვანების ან შეზღუდული ქმედუნარიანობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ეს ინფორმაცია მის კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიაწოდოს.

2.პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ადგენს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამის დოკუმენტს.

3.სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ.

4.სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სტატისტიკური მონაცემების შესახებ ანგარიში სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს.

5.სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია და კონტროლი. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მცხოვრებ პირს დროულად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსის, აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკის და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ. აღნიშნული პირის არასრულწლოვანების ან შეზღუდული ქმედუნარიანობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ეს ინფორმაცია მის კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიაწოდოს. 2. პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ადგენს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამის დოკუმენტს. 3. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ. 4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სტატისტიკური მონაცემების შესახებ ანგარიში სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს. 5. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია და კონტროლი. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 აპრ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    მე-8 მუხლის პირველ პუნქტში კანონიერი წარმომადგენლისთვის ინფორმაციის მიწოდების საფუძველი ახლა პირის არასრულწლოვნობა ან შეზღუდული ქმედუნარიანობაა და არა ქმედუუნარობა ან შეზღუდული ქმედუნარიანობა; ინფორმაციის ჩამონათვალის ფორმულირებაც შეიცვალა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3946182245¹57685³87310548
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…პაციენტის უფლებების შე…აივ ინფექცია/შიდსის შე…ელექტრონული კომერციის …საექიმო საქმიანობის შე…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა