ელექტრონული კომერციის შესახებ

მუხლი 4. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მიმღებისთვის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მუდმივად და ადვილად ხელმისაწვდომობა: ა) საფირმო სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა; ბ) მისამართი; გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია; დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი; ე) სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის ნომერი/ლიცენზიის ან/და ნებართვის რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისი მოქმედების ვადა და გამცემი ორგანოს დასახელება (არსებობის შემთხვევაში).

2.მომსახურების ღირებულება მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს მითითებული და უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მასში გათვალისწინებული ყველა ხარჯის შესახებ, მათ შორის, მიტანის ღირებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადების თაობაზე.

3.მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის სიზუსტისა და ხელმისაწვდომობისთვის.

4.თუ მომსახურების მიმწოდებლის იმ საქმიანობისთვის, რომელიც სცდება მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით ინფორმაციის მიწოდების უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები მას არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3181612205105103510155894
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…საგადახდო სისტემისა და…ენერგოეტიკეტირების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა